ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017

კვირას, 24 სექტემბერს, 12:00 საათზე, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება საქართველოში ყველაზე მასშტაბური და საინტერესო ავტორბოლა საქართველოს ჩემპიონატი წრიულ ავტორბოლაში “Bridgestone Black Sea Cup-2017”, რომელსაც წარმოგიდგენთ „თეგეტა მოტორსი“ და „ბრიჯსთოუნი“, ხოლო გენერალური სპონსორი გახლავთ „მოტული“.

წელს „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ მეთორმეტე წრიული რბოლა გაიმართება, რომელშიც ავტომობილების 3 სხვადასხვა კლასი მიიღებს მონაწილეობას: ფორმულა ალფა, ლეგენდა ქარს და კომპაქტ კლასი. შეჯიბრი გაიმართება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის სპორტული რეგულაციის მიხედვით და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით.

„ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017“-ის საპრიზო ფონდი შეადგენს 12 000 ლარს, რომელიც გადანაწილდება სამივე კლასში, გამარჯვებულ მრბოლელებს შორის. ღონისძიებას დაესწრებიან „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორი კომპანიების Bridgestone, Motul და Bosch-ის წარმომადგენლები იაპონიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან.

ღონისძიება ტარდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ მხარდაჭერით. რბოლაზე დასწრება თავისუფალია

ღონისძიების ოფიციალური მედია პარტნიორები: რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, რადიო იმედი, კომერსანტი, მარკეტერი, პალიტრა მედია და ტელე კომპანია TVპირველი.

კომენტარი