სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არ ენდოთ!!! მიითვისა მთელი თანხა" - ტურისტული აფიორა, დაზარალებულები იტალიაში მცხოვრები ქართველის წინააღმდეგ

ფეისბუქზე მოგზაურთა კლუბში მოქალაქე მირანდა კალანდაძე ტურისტული სააგენტოს თანამშრომელს, იტალიაში მცხოვრებ თემო მაჩიტიძეს თაღლითობაში ამხელს. აი რა პოსტს აქვეყნებს ის:

"იცნობდეთ სამარცხვინო ქართველს, წარმოშობით ქუთაისელ და ახლა იტალიაში მოღვაწე თაღლითს. ვითომ ტურისტულში მუშაობს, ვითომ ემიგრანტებს ეხმარება სხვადასხვა ჯგუფებში. ყალბი ბილეთები მომყიდა და გაფრენამდე ორი დღით ადრე გავარკვიე, ფული ხომ გამომძალა (დედაჩემს, ბარსელონაში, ვირივით მომუშავეს) და მასხრადაც ამიგდო. ყველაფერს გაჩვენებთ. არ ენდოთ!!!!!!!! მაწანწალა თაღლითს. ამ ჯგუფშიც ხშირად გამოდის სიტყვით", - წერს კალანდაძე.

მის პოსტს ფეისბუქ მომხმარებელთა დიდი გამოხმაურება მოყვა. როგორც ჩანს, ამ პიროვნებამ საქართველოს არაერთი მოქალაქე აზარალა: "სწორად უწერია სახელიც და გვარიც და ფოტოც სწორად უდევს. მეც მაქვს მსგავსი გამოცდილება პირადად ამ ადამიანთან, საქართველოში ქონდა ტურისტული კომპანია და მგონი, თაღლითობის გამო წავიდა საქართველოდან. როგორც გავიგე, ბევრი უჩიოდა და რაც ყველაზე საშინელებაა ჩემს შემთხვევაში, ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელია. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ".

"ვიცნობ ამ ბიჭს, ერთხელ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ზე, თავიანტი კომპანიისთვის 2000 ლარის რეკლამა შეუკვეთა, შემდეგ კი თანხა არ გადაიხადა. მთელი ქუთაისე დასდევს".

"უი კი, გამახსენდა. ვიღაც ქალი დამიკავშირდა ამასწინ, 500 ლარის ტორტები შეუკვეთაო და გადამაგდოო. ნუ ტორტები არ წაუღია, უბრალოდ ის ქალი აზარალა", - წერს ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე.

"შარშან ამ თაღლითმა თურქეთის საგზურზე მომატყუა და სამი პატარა ბავშვით დაგვტოვა, მიითვისა მთელი თანხა. ასევე ჩემი მეგობრების წინასწარ გადახდილი თანხის ნაწილი. შევიტანეთ საჩივარი და სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მასზე თაღლითობის მუხლით, როგორც კი საზღვარზე შემოვა მაშინვე დავაკავებთო. იმედია ასეც იქნება".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100