თუშეთში 22 წლის ახალგაზრდა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

თუშეთში, სოფელ ბოჭორნაში 22 წლის ახალგაზრდა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

თვითმხილველების განცხადებით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარი