23 მაისს, 12.00 სთ–ზე, „ავერსის კლინიკაში“ საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ და „ავერსის კლინიკა“ განაახლებენ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებულ მემორანდუმს.

23 მაისს, 12.00 სთ–ზე, „ავერსის კლინიკაში“ საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ და „ავერსის კლინიკა“ განაახლებენ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებულ მემორანდუმს.

მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ იღებს ვალდებულებას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს უფასოდ გაუწიოს სამედიცინო მომსახურება „ავერსის“ კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით.

მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. დღემდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა ისარგებლეს 843 598 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით და მიიღეს 372 211 ლარის ღირებულების მედიკამენტები. ჯამური თანხა შეადგენს 1 215 809 ლარს.

მემორანდუმის თანახმად, სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპანია „ავერსის“ პრიორიტეტი იქნება.

ბრიფინგს დაესწრებიან:

ლერი ხაბელოვი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი


ელგუჯა ბერიშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი

ნინო სალუქვაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი

მამუკა ხაბარელი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი

პაატა კურტანიძე, კომპანია „ავერსი“ დამფუძნებელი

დიმიტრი ჯორბენაძე, „ავერსის“ კლინიკათა ქსელის გენერალური დირექტორი

ქეთევან ნემსაძე, საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“ დირექტორი

ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები

მედიის წარმომადგენელთა მოსვლა: 23 მაისს, „ავერსის კლინიკაში“

კომენტარი