„ძნელია ხეობა“

გთავაზობთ „ზარმაცი გოგოს ბლოგს“- „ძნელია ხეობა“

ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. იდგე მშვიდად, გაბარჯღული ტოტებით და ფოთლები აშრიალო. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. შეიძლება შენით ვინმე დაინტერესდეს. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. შეიძლება ამწემ წაგავლოს და ჰაერში აგაპორწიალოს. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. შეიძლება სახელდახელოდ შეკრულ ბორანზე შეგასკუპონ და ღია ზღვაში გაგიშვან. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე, შეიძლება უზარმაზარი მანქანის ძარაზე შემოგსვან და სხვა ქალაქში წაგიყვანონ. ამ ქვეყანაში ძნელია იყო ხე. განსაკუთრებით, საინტერესო ხე.

რაზე ფიქრობენ ცურვისას ხეები?
სიარულისას რაზე ფიქრობენ?
ფიქრობენ ხეები?

ამ ქალაქში ძნელია იყო ხე. იდგე ცისკენ აწვდილი ტოტებით და ფოთლები აშრიალო. ამ ქალაქში ძნელია იყო ხე,თუნდაც ჯანსაღი. შეიძლება უეცრად ელექტრო-ხერხის ზუზუნმა გაგაღვიძოს და ეს იყოს შენი უკანასკნელი დილა. ამ ქალაქში ძნელია იყო ხე და უყურებდე როგორ ცვივა შენი დასხეპილი ტოტები ასფალტზე. ამ ქალაქში ძნელია იყო ხე. შეიძლება, ვიღაცამ ძირი გამოგიწვას, სხვა ვიღაცამ კი, სხვა ვიღაცებს ბარის აღებისკენ მოუწოდოს. ამ ქალაქში ძნელია იყო ხე. შეიძლება შენით დაინტერესდნენ, მაგრამ უფრო მეტად შენი დამცველის სექსუალური წარსულით დაინტერესდებიან. ამ ქალაქში ძნელია იყო ხე. იდგე და მერე კორპუსი იდგეს. მერე მეორე კორპუსი. მერე მესამე კორპუსი. ამ ქალაქში ძნელია იყო ხე და დანარჩენ 999 999 ხეს ელოდე.

რაზე ფიქრობენ ძირგამომწვარი ხეები?
კორპუსებს შეწირული ჯანსაღი ხეები რაზე ფიქრობენ?
ფიქრობენ ხეები?

ამ ქვეყანაში ხეობა ძნელია. ამ ქვეყანაში ყლეობაა ადვილი, მაგრამ, მოდი, ნუ ვიქნებით ყლეები !

ბლოგზე იხილეთ სრულად: https://agatako.wordpress.com/2017/05/01/trees/

კომენტარი