სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საშინელი ავარია ავტობანზე - 6 ადამიანი გარდაიცვალა

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული კიდევ ერთი პირი იმერეთის კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.

ჯამში, 6 ადამიანის ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 7 თვის ფეხმძიმე ქალია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი მერსედესისა და ჯიპის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილებში მსხდომი პირებიდან ყველა გარდაიცვალა, რადგან შეჯახების შემდეგ ავტომობილებს ტრაილერმა გადაუარა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100