მუდმივი სამოგზაურო დაზღვევა „თიბისი დაზღვევისგან“ პირველ უვიზო მგზავრს

სადაზღვევო კომპანია „თიბისი დაზღვევამ“ ევროპაში მიმავალ პირველ უვიზო მგზავრს საჩუქარი გაუკეთა და მუდმივი სამოგზაურო დაზღვევა აჩუქა. ევროპის მიმართულებით პირველი რეისი ვარშავაში გუშინ ღამით შესრულდა. სწორედ ამ პირველი რეისით მიემგზავრებოდა უვიზოდ თამარ მუმლაძე, რომელსაც „თიბისი დაზღვევამ“ სიურპრიზი მოუმზადა და მუდმივი სამოგზაურო დაზღვევით დაასაჩუქრა.

პირველ უვიზო მგზავრს აეროპორტშივე გაუფორმდა სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც საზღვრის გადალახვისთანავე ამოქმედდება. „თიბისი დაზღვევის“ სამოგზაურო დაზღვევით თამარ მუმლაძე ნებისმიერი სხვა მოგზაურობის დროსაც ისარგებლებს.

„თიბისი დაზღვევა“ თიბისი ბანკის შვილობილი კოპანიაა. ის იანვრიდან არის ბაზარზე და მომხმარებელს ყველა სადაზღვევო პროდუქტს სთვაზობს ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა. „თიბისი დაზღვევის“ პროდუქტების შეძენა თიბისი ბანკის 170-მდე ფილიალშია შესაძლებელი.

კომენტარი