მილიარდი ადამიანია დედამიწაზე , რატომ მინდა მხოლოდ ის? - როცა დავიწყების ყოველი ცდა მარცხით სრულდება

საყვარელ ადამიანთან დაშორება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ არის ამქვეყნად. ის სავსეა გულისტკივილით, უამრავი სევდიანი მოგონებით, დანაკარგით. თუმცა, დრო მიდის და მას ყველაფრის განკურნების საოცარი ძალა შესწევს.

მიდიან დღეები და ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება, შემდეგ შენს ცხოვრებაში ვიღაც ახალი ჩნდება და ძველი „სიყვარული“ უკვე წარსულის შორეულ მოგონებადღა რჩება. მაგრამ იმ სახის სიყვარული, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ზემოთ აღნიშნულს სრულებითაც არ ჰგავს. ეს ის შემთხვევაა, როცა მიუხედავად განშორებისა, დაშორებისა, მაინც არ შეგიძლია ამ ადამიანის დავიწყება, როცა დავიწყების ყოველი ცდა მარცხით სრულდება. დღე მასზე ფიქრის გარეშე არ გადის და ყოველ ჯერზე ,როცა მისი სახელი შენს გონებაში უეცრად გაიელვებს , გული დარდისგან საოცრად მძიმდება. ვერაფრით იჯერებ, ვერაფრით ვერ ეუბნები საკუთარ თავს, რომ ამ ყველაფერს მომავალი არ აქვს, რადგან ამის გაფიქრებაც კი წამიერად საოცრად გაგიჟებს. ამის მაგივრად კი საკუთარ თავს აჯერებ ,რომ კარგად ხარ ,რომ შენ მაინც შეგიძლია განაგრძო ცხოვრება. ასე გადის თვეები და შენ უკვე პროფესიონალი მატყუარა ხდები,რომელსაც საკუთარი თავის გასულელების განსაკუთრებული უნარი აქვს. მაგრამ საკმარისია მოულოდნელად ყური ნაცნობ მელოდიას მოჰკრა ან ალბომის თვალიერებისას ძველ ფოტოს უეცრად გაადააწყდე,რომ ყველაფერი თავიდან იწყება, ყოველი დილა იმ ადამიანზე ფიქრით თენდება და ხვდები ,რომ არაფერი არ არის კარგად, რომ ის ყველაფერი ილუზია იყო მხოლოდ,რომლის დაჯერებაც საკუთარი თავისთვის ასე ძლიერ გსურდა . სიცოცხლის მანძილზე ჩვენ უამრავ ადამიანს ვხვდებით, , მათგან ზოგირთები ცხოვრების დიდი ტომეულის რამდენიმე ქვეთავებადღა რჩებიან მხოლოდ . მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთა დავიწყებაც იმდენად რთულია, რომ უკვე შეუძლებელიც კი გგონია. არიან ისეთებიც, რომლებსაც საოცრად უყვარხარ, მაგრამ ეს სიყვარული მხოლოდ ცალმხრივია და ისინიც ცდის მიუხედავად, შენს დავიწყებას ვერ ახერხებენ.

მაგრამ ეს შემთხვევა სრულიად განსხვავებულია, ეს ის შემთხვევაა, როცა იცი ,რომ უნდა დამთავრდეს ეს ყოველივე შენში და ისიც იცი, რომ ამჯერად ეს დასასრული, ეს „არმოხდენა“, „არგამოსვლა“ ურთიერთობის უკეთესობისკენ სულაც არაა.
შენ არ შეგიძლია უბრალოდ უთხრა „ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ“ და ცხოვრება განაგრძო. შენ არ შეგიძლია დახურო შენი ცხოვრების ეს ტომი და ფურცვლა განაგრძო. არ შეგიძლია, ჯერ არ შეგიძლია და შესაძლოა ვერც ვერასდროს შეძლო.
ეს ის შემთხვევაა,როცა იცი ვინაა შენი ცხოვრების სიყვარული და მაინც არ შეგიძლია მასთან იყო, ერთად იყოთ.
არ აქვს მნიშვნელობა მცირეხნიანი ურთიერთობა გქონდა მასთან თუ ხანგძლივი, შესაძლოა სულაც არასდროს ყოფილხართ ერთად. მაგრამ ამ დროს იმდენად , რეალური, საოცარი და ძლიერია შინაგანი კავშირი ამ ადამიანთან ,რომ შენ უკვე აღარ შეგიძლია უკან დახევა.
იცი, შესაძლოა ეს ის ადამიანია,რომელთან ერთადაც უნდა გალიო შენი სიცოცხლის ლამაზი წლები, მაგრამ ახლა გადატვირთული გრაფიკის, ცხრილებისა თუ გამოუყენებული შესაძლებლობების გამოა , რომ ერთად არ ხართ.

მანამდე კი აგრძელებ ცხოვრებას , ახალ მიზნებს ისახავ, ახალი მწვერვალების დაპყრობას ცდილობ. უამრავ შესანიშნავ ადამიანს ხვდები, უმეგობრდები და ერთად ბევრს მხიარულობთ კიდეც. ცდილობ ვინმე სხვა მოძებნო , ვიღაც სხვა,რომელზეც ყურადღებას გადაიტან ,რომელიც მის თავიდან ამოგდებაში დაგეხმარება,რომელიც თვითგანადგურებისაგან გიხსნის. ის ვიღაც სხვა სასიამოვნო , ყურადრებიანი, კარგი ადამიანია, ყველაფერ იმას ფლობს, რასაც ასე ეძებდი ადამიანებში, ცდილობ , მაგრამ რატომღაც არაფერი გამოდის...
„ის რეიჩელი არაა“- ეს სერიალ „მეგობრების“-ის ერთ-ერთი გმირის ცნობილი სიტყვებია. აი, მიზეზი იმისა,თუ რატომ არ გამოგვდის არაფერი სხვასთან. ის სხვა მას არ ჰგავს, ის ერთია და არავის შეუძლია მას შეედაროს.
საიდან იცი ეს ყველაფერი??? უბრალოდ იცი, აი, ასე მარტივად , უბრალოდ იცი ,რომ ასეა. მსგავსი შეგრძნება ერთხელ მოდის ცხოვრებაში მხოლოდ.
შენი მეგობრები ფიქრობენ , რომ გაგიჟდი და შენც მზად ხარ შენი თავი გიჟადაც შერაცხო : მილიარდი ადამიანია დედამიწაზე , რატომ მინდა მხოლოდ ის? სვამ კითხვას , ელი პასუხს, მაგრამ პასუხი არსაიდან ჩანს.
ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, უყვარდებათ და ასე ბედნიერად განაგრძობენ ცხოვრებას, მაგრამ ყველა ასეთი იღბლიანი არაა. ზოგიერთ ჩვენგანს ბრძოლა, უამრავი გულისტკივილისა და განშორების გადატანა უწევს, რომ ბედნიერება მოიპოვოს.მათთან ეს ყველაფერი ასე მარტივად არ მიდის.
შესაძლოა მთავარი პრობლემა ისევ და ისევ დროა. შენ გჭირდება ზრდა, განვითარება, გაძლიერება მანამდე, სანამ საბოლოოდ მოიპოვებდე იმას, რაც ასე ძლიერ გსურს.
მაგრამ მიუხედავად იმედგაცრუებისა,შენ მაინც მთელი გუწრფელობით გჯერა ,რომ ერთ დღესაც თქვენ ერთმანეთს კვლავ შეხვდებით, იპოვით.
იმიტომ რომ ყველა დიდი სიყვარულის ისტორია ასე იწყება. ასე დაიწყო როსისა და რეიჩელის, ელისა და ნოას სიყვარული.
ზოგიც მოვა და გეტყვის ,რომ „სიყვარული ასეთი არააა“ , რომ „ თუ ეს რეალური და ნამდვილია, მაშინ მას ამდენი ტანჯვა არ უნდა მოჰქონდეს შენთვის“.
მაგრამ მე მათ არ ვეთანხმები და მუდმივად მიჩნდება იმის სურვილი მივიდე და ვკითხო : „საიდან იცი?“, რადგან შენთვის ეს ასეთი მარტივი იყო სულაც არ ნიშნავს იმას , რომ ყველასთვის ასეთი იქნება.
ადამიანები ადვილად საუბრობენ იმაზე, რაც მათ არ გამოუცდიათ, ადამიანებს უყვართ ჭკუა დაგარიგონ მაშინაც, კი თუ სრულებით არ ესმით რა ხდება,.
შენ უბრალოდ ასეთი გზა განვლე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს ეს გზა არასწორი იყო , უბრალოდ შენთვის ის მარტივი იყო.
იმედი არ დაკარგოთ, ერთ დღეს თქვენც იქნებით იმ ადამიანის გვერდით, რომელთან ყოფნაც ახლა ასე გწადიათ. მიხვალთ მასთან და ეტყვით : „ შენ ჩემი ადამიანი ხარ“ და ისიც იმავენაირად გიპასუხებთ.


წყარო: truthinsideofyou
თარგმნა ნინი ტაველიძემ

კომენტარი