სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ASB-მ და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისის საბავშვო ბაღში ევაკუაციის სიმულაცია ჩაატარა

ა/წ 16 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდმა (ASB) საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან და თურქმენეთის დელეგაციასთან ერთად საბავშვო ბაღებში ევაკუაციის სიმულაცია ჩაატარა

კამპანიის „ჩვენ მზად ვართ“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „კატასტროფების რისკების შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ ა/წ 16 მარტს 15:00 საათზე თბილისის 23-ე საბავშვო საბავშვო ბაღში არბარითერ-სამარიტერ-ბუნდმა(ASB) ევაკუაციის სიმულაცია ჩაატარა.

სიმულაციაში ჩართული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ტექნიკური მხარდაჭერით (სახანძრო მანქანებითა და სასწრაფოთი). ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, ასევე, თურქმენეთის დელეგაციამ, რომელთანაც არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) სკოლამდელი განათლების პროგრამის რეპლიკაციის ფარგლებში პარტნიორობს.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ ბუნდი (ASB), ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის ფინანსური მხარდაჭერით, DIPECHO IV ფაზის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“.

პროგრამის მთავარი მიზანია: კატასტროფების რისკის შემცირების თემატიკის აქტუალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია საგანმანათლებლო სექტორში, სასწავლო კურსის დანერგვა სამიზნე უნივერსიტეტებში ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება და მათი აქტიური მონაწილების უზრუნველყოფა კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100