თბილისის მუზეუმების გაერთიანება - ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართება ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „ლატავრა“ შექმნიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა

ექსპოზიციაზე გამოიფინება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ფონდში დაცული უნიკალური მასალა - ზაქარია ფალიაშვილის ხელნაწერი ნოტები, კლავირი, პარტიტურა, მიძღვნა ავტოგრაფით, ლიბრეტოს ავტორის, სანდრო შანშიაშვილის ხელნაწერი შინაარსი, მასალის ხელნაწერი ასლები, სპექტაკლების შემორჩენილი აფიშები, სადადგმო ჯგუფებისა და შემსრულებლების ფოტოსურათები, კოსტიუმებისა და სასცენო დეკორაციების ესკიზები.

გამოფენის თარიღად, სიმბოლურად, საოპერო სპექტაკლის „ლატავრა“ პირველი დადგმის პრემიერის დღე შეირჩა. რეჟისორი - სანდრო ახმეტელი, ლიბრეტოს ავტორი - სანდრო შანშიაშვილი, მხატვარი - ირაკლი გამრეკელი, დირიჟორი - ივანე ფალიაშვილი. პრემიერა 1928 წლის 16 მარტს შედგა.

2017 წლის 16 მარტს, 19:00 სთ.-ზე
მისამართი: თბილისი, დ. ბაქრაძის 10

კომენტარი