თუ კანზე წითელი წერტილოვანი გამონაზარდი შენიშნეთ, მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

თუ კანზე წითელი წერტილოვანი გამონაზარდი შენიშნეთ, ნუ ანერვიულდებით და ნუ გამოიტანთ ნაადრევ დასკვნებს - ეს არც ისე საშიშია, როოგრც ერთი შეხედვით ჩანს.

ანგიომა - ეს პატარა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც მცირე ზომის სისხლის კოლტისგანაა წარმოქმნილი. არსებობს ორი სახის ანგიომა:

ასაკობრივი ანგიომა - 30 წელს ზემოთ ადამიანებს ხშირად უჩნდებათ ასაკობრივი ანგიომა, რომელიც ძირითადად ტანზე, ხელებსა და მხრებზე ვლინდება და ძალიან წააგავს ხალს, უბრალოდ ფერი განსხვავებულია. მსგავსი ტიპის ანგიომა ჩვეულებრივი მოვლენაა.


ორგანიზმის ცვლილებისგან გამოწვეული ანგიომა - ამ ტიპის წარმონაქმნი განპირობებულია არაჯანსაღი კვებისა და ცხოვრების რეჟიმისგან. იგი მიანიშნებს ღვიძლის პრობლემებსა და ჰორმონალურ დარღვევებზე. ახასიათებს ზრდაც და მეტად გაწითლებაც. თუ ამ ტიპის ანგიომა შენიშნეთ და ის უფრო და უფრო იცვლის ფორმასა და ზომას, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. ასევე, არ იქნება ურიგო, თუ კვების სწორ რაციონს დაიცავთ და ჯანსაღი ცხოვრების წესს მიუბრუნდებით, რადგან მედიკამენტებზე მეტად ეს უკანასკნელი დაგეხმარებათ, მოაგვაროთ ღვიძლსა და ჰორმონებთან დაკავშირებული პრობლემები. დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი და ნატურალური წვენები, მიირთვით ხილი და ბოსტნეული და მოერიდეთ დიდი რაოდენობის ცხიმებსა და ქოლესტერინს. ასე უკეთ შეუნარჩუნებთ ორგანიზმს ახალგაზრდულ იერს და კანიც უფრო მკვრივი და გლუვი იქნება.

კომენტარი