ბაკურიანში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა

ბაკურიანში თამარ მეფის ქუჩაზე PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა. აფთიაქი სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. კიდევ 10 ადამიანი, რომელთაც მომსახურების სტანდარტისა და კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები ჩაუტარდათ PSP-ს მრავალრიცხოვან (5000-იან) კოლექტივს შეუერთდა.

„PSP-ში ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია და გვინდა ჩვენი ეს გზავნილი საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს. ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ექნება მედიკამენტებზე. დამატებით 6%-იან ფასდაკლებას მიიღებენ PSP-ს ბარათის მფლობელები. გარდა მედიკამენტებისა 7 თებერვლამდე მომხმარებელი ფრანგული დღეების აქციითაც ისარგებლებს და ფრანგულ პრემიუმ კოსმეტიკას 30%-მდე ფასდაკლებით მიიღებს. მთელი თებერვლის განმავლობაში კი მათ, ვისაც პატარები ჰყავთ ათეულობით პროდუტზე იქნება ეს ბავშის საფენები, კვება თუ ჰიგიენა, ყველაზე დაბალი ფასი ელოდებათ,“ - აცხადებენ PSP-ში.

ქსელის განვითარება პსპ-ს 2017 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ამ წლიდან პსპ-ს მომსახურებით უკვე სარგებლობს ახალქალაქის, და საჩხერის მოსახლეობა. ახალი აფთიაქების გახსნა უახლოეს მომავალშიც იგეგმება.


კომენტარი