ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომელიც წლის ინვესტორად აღიარეს სამომავლო გეგმებზე საუბრობს

ზაზა ოქუაშვილი, ცნობილი ბიზნესმენი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი, მედია ჰოლდინგი „ჯორჯიენ თაიმსის“ და საერთაშორისო კვლევის ორგანიზაციის („გორბი“) მიერ ორგანიზებულ 17-ე ყოველწლიურ ბიზნეს დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო ინვესტორად აღიარეს. ჯილდოები მიიღო შემდეგ ნომინაციებში: უმსხვილესი ინვესტორი, ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიები, ახალი სამუშაო ადგილები და მომსახურების უმაღლესი სტანდარტები.

ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილი წერს რომ სამომავლოდ გეგმავს ახალი ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა სფეროში, აპრილში ნაწილობრივად გაიხსნება თბილისში ახალი სავაჭრო უბანი ანუ ახალი „სავაჭრო ქუჩა“. ასევე ახალი სავაჭრო ცენტრი ბათუმში, სადაც იქნება თანამედროვე შოურუმი ბმვ-ს, მინისა და სხვა პრესტიჟული საავტომობილო ბრენდებისათვის. შოურუმების გახსნა იგეგმება 2017 წლის დასაწყისში. ინვესტიციები გაგრძელდება სხვა შოურუმებსა და სერვის ცენტრებთან დაკავშირებით. ასევე თვლის, რომ მისთვის საინტერესო გამოწვევა იქნება სასტუმროებისა და საცხოვრებელი ბინების მშენებლობის წამოწყება.

კომენტარი