"ქართველს ცოლად არასდროს გავყვები" - ავსტრალიელის საქართველოში მოგზაურობის შესახებ რუსული გამოცემა წერს

კაილი კემპბელი ავსტრალიელი მოგზაურია, რომელსაც ნახევარი მსოფლიო აქვს ნანახი. რამდენიმე ხნის წინ ის საქართველოს სტუმრობდა, სადაც ერთი წელი დაჰყო. რუსული გამოცემა "სპუტნიკითვის" მიცემულ ინტერვიუში ის აღწერს საკუთარ შთაბეჭდილებებს საქართველოსა და ქართველების შესახებ და დასძენს, რომ ქართველს არავითარ შემთხვევაში გაყვება ცოლად, რადგან აქაური მამაკაცები მეორე ნახევარს ბევრ რამეში ზღუდავენ და თავისუფლებას არ აძლევენ.კაილი საუბრობს ქართველი მამაკაცების ურთიერთობაზე უცხოელებთან და აღნიშნავს, რომ ისინი თავისუფალ ქალს გარყვნილად აღიქვამენ, რომელთანაც ყველაფერია შესაძლებელი. კემპბელი იმედოვნებს, რომ ქართველი ქალები რაღაც პერიოდის შემდეგ მაინც მოიპოვებენ თავისუფლებას და გახდებიან მეუღლეებისგან დამოუკიდებლები, რადგან მათ საკუთარი თავის რეალიზება მოახერხონ. ის აპირებს საქართველოში ხელმეორედ ჩამოსვლას და სურვილი აქვს პატარა სახლიც შეიძინოს, რადგან აქაური ბუნება აღაფრთოვანებს. განსაკუთრებული მოწონება კი სვანეთმა დაიმსახურა.

კომენტარი