სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მიმინოს" დილიჟანში ძეგლი დაუდგეს

„ეს ფილმი ჩვენს მეხსიერებაში დარჩება როგორც ჰიმნი ქართველ და სომეხ ხალხთა ურთიერთობებისა. ძალიან კარგია, რომ დილიჟანის მოსახლეობამ ამ ურთიერთობისადმი თავიანთი პატივისცემა გამოხატა”, - ეს სიტყვები საქართველოს ელჩს სომხეთში თენგიზ შარმანაშვილს ეკუთვნის, რომელიც მან დილიჟანში, კინოფილმ „მიმინოს“ მონუმენტის გახსნაზე წარმოთქვა.

სომხეთის ქალაქ დილიჟანში, რუბიკ ხაჩიკიანის მშობლიურ ქალაქში, რეჟისორ გიორგი დანელიას ფილმ „მიმინოს“ მთავარი პერსონაჟების ვალიკო მიზანდარის და რუბიკ ხაჩიკიანის პატივსაცემად შექმნილი მონუმენტის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ სომხური მედიის საშუალებით გახდა ცნობილი.

როგორც ირკვევა, კინოფილმ „მიმინოს“ მონუმენტი თბილისშიც გაიხსნება, ეს ფაქტი „დრონი.ჯი“–სთან საუბარში ბუბა კიკაბიძემ დაადასტურა. როდესაც ბატონ ბუბა კიკაბიძეს კომენტარისთვის დავუკავშირდით სომხეთ–საქართველოს საზღვარზე იმყოფებოდა. ფილმის მთავარი გმირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თავად პრეზენტაციას, ვერ დაესწრო, თუმცა მისთვის მაინც უადვოდ სასიამოვნო ფაქტია, რომ მის უსაყვარლეს ფილმს ასეთი პატივი ხვდა წილად.

ბუბა კიკაბიძე: სამწუხაროდ, მონუმეტის პრეზენტაციას ვერ დავესწარი, რადგან ავად გახლდით. სურვილი რა თქმა უნდა, მქონდა, მით უმეტეს რომ დილიჟანში აქამდე ნამყოფი არ ვარ. თუ რა მნიშვნელობა აქვს „მიმინოს“ მონუმენტის გახსნას, ეს ხალხმა უნდა შეაფასოს, ჩემი მხრიდან უხერხული იქნება. როგორც ვიცი, ფილმის მონუმენტის გახსნა საქართველოშიც იგეგმება, თუ როდის სად, ეს დეტალები ჯერ დაზუსტებით არ ვიცი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100