დათა ფირცხალავა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, დათა ფირცხალავას ფილმი "მამა" წარმოდგენილი იქნება პარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალურ პარალელურ პროგრამაში "მომავლის კადრები", რომელსაც ორგანიზაცია "ევროპული კინო პრომოუშენი" ახორციელებს.
2 დღიანი პროგრამის ფარგლებში პროფესიულ პრესას, კინოინდუსტრიის წამომადგენლებს, მაყურებელს და მენტორებს საშუალება ექნებათ გაიცნონ რეჟისორის ნამუშევარი.გაიმართება ჩვენებები, დისკუსიები და სხვა პროფესიული აქტივობები.
"მამა" დათა ფირცხალავასთვის სადებიუტო ნამუშევარია, რომელმაც 2015 წელს ლოკარნოს კინოფესტივალზე გაიმარჯვა და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის "ოქროს ლეოპარდი" დაიმსახურა.
კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი 2016 წლის 1-9 ივლისს ჩატარდება.იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი კინოფესტივალია, რომელიც ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში 1946 წლიდან იმართება.
აღსანიშნავია, რომ წელს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში East of the West რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" არის წარდგენილი.

კომენტარი