სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლუდი და ფეხბურთი განუყრელია!

დღე მე-7 - გოჩას და ნატახტარის ქრონიკები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან

ევროპის ჩემპიონატის მეშვიდე დღეს, გოჩა თანდარაშვილმა ფანზონიდან პირდაპირ სტადიონზე გადაინაცვლა, სადაც ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინა 2:0 დაამარცხა. საინტერესოა, რომ პირველად, რაც ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, ამ მატჩზე სტადიონი არ შეივსო. უკრაინელელების გულშემატკივრები მრავლად იყვნენ, მაგრამ გაცილებით მეტი გულშემატკივარი ჰყავდა ჩრდილოეთ ირლანდიას. მათ სასწაული უნარი აქვს თითოეული მატჩის წინ მოაწყონ დიდი დღესასწაული, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაკრები არასდროს ყოფილა გამორჩეული განსაკუთრებული წარმატებით. შეიძლება ითქვას, მწვანე ზღვა იყო გუშინ ლიონში, მწვანე მაისურიანი ირლანდიელი გულშემატკივრების.

"გაუგებარია, რატომ გვიღებს ყველა ფოტოს. რითია გამორჩეული ჩვენი ჩაცმულობა? დავიჯერო, მწვანე მაისური არავის გცმიათ?" - ჩრდილო ირლანდიელი გულშემატკივრები.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასა და უკრაინას ძალიან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან და ძალიან მხიარულად ატარებდნენ დროს ფანზონაში, მიუხედავად ნაკრებებების დაპირისპირებისა.

ხვალ გოჩა თანდარაშვილი და ნატახტარი ლიონიდან ნიცაში გადაინაცვლებენ და სწორედ იქიდან გვიამბობენ თუ რა მოხდება ევროპის ჩემპიონატის კულისებში.

გოჩა და ნატახტარი ფეხბურთის გულშემატკივრებს უნიკალურ შანსს აძლევენ, ნახონ ყველა ის საინტერესო ფაქტი და დეტალი, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავენ. ერთი სიტყვით, თუკი მეტი ფეხბურთი გწყურიათ, თუ გსურთ კულისებიდან ნახოთ ის, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავთ. ან არ გიყვართ ფეხბურთი, მაგრამ უბრალოდ გოჩა გიყვართ. მაშინ გოჩა და ლუდი "ნატახტარი" თქვენთვის საფრანგეთიდან მეტი ფეხბურთის ჩამოტანაზე იზრუნებენ. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ რომ, გააქტიურდეთ და დაუსვათ გოჩას თქვენთვის საინტერესო შეკითხვები.

არ დაგავიწყდეთ, რომ ჩართვის დროს გოჩა თანდარაშვილი არა მხოლოდ ფანზონაში და სტადიოენზე მიმდინარე ამბებს გვაცნობს, არამედ სოციალურ ქსელში, ნატახტარის გვერდზე დასმულ კითხვებს ან უბრალოდ კომენტარებსაც პასუხობს. ამიტომ გააქტიურდით და დაუსვით გოჩას სახალისო და საინტერესო შეკითხვები.

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1328496767167740/

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1328535350497215/

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1328451627172254/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100