სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფეთქება ქუთაისში - არიან დაშავებულები

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე სარიტუალო დარბაზში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქების მომენტში შენობაში ექვსი თანამშრომელი იმყოფებოდა.
როგორც ადგილობრივმა განაცხადეს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხუთი ადამიანი საავადმოყოფოში გადაიყვანა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაზიანება მხოლოდ სამმა პირმა მიიღო.
აფეთქებამ აალება გამოიწვია, რის გამოც სახანძრო ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო.
ადგილზე 112 -ის ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100