რა გრანდიოზული ღონისძიებები იგეგმება მამუკა ჩარკვიანის 60 წლის იუბილეზე?

მომღერალი მამუკა ჩარკვიანი 60 წლის ხდება, იუბილესთან დაკავშირებით კი მთელს საქართველოში იგეგმება გრანდიოზული ღონისძიებები და მომღერლის შემოქმედებითი საღამოები.

შემოქმედებითმა გაერთიანებამ „ფორტუნა- 97“ შემოგთავაზათ მამუკა ჩარკვიანის პირველი სოლო კონცერტი, რის შემდეგაც მისი ყველა სიმღერა ჰიტად იქცა, მამუკას სიმღერებს მღერის ყველა, დიდი თუ პატარა. მომღერლის თხოვნით, მომხდარიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ, შემოქმედებითი გაერთიანება „ფორტუნა 97“ იწყებს მამუკა ჩარკვიანის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ტურნეს მთელი საქართველოს მასშტაბით, სახელწოდებით „20 წლის შემდეგ“, დასკვნითი ღონისძიება კი გაიმართება სექტემბერში, დიდ საკონცერტო დარბაზში.

უახლოეს დღეებში კი მომღერალი გეგმავს პრესკონფერენციას, სადაც მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ თავად მომღერლისა და ორგანიზატორებისგან გაიგონ ღონისძიების დეტალების შესახებ.

კომენტარი