მივცე, არ მივცე – საკითხავი აი ეს არის…

მივცე, არ მივცე – საკითხავი აი ეს არის… რიტორიკული საკითხია. ფორუმზე ამ თემაზე უკვე ათასობით გვერდი და ასეულ ათასობით პოსტია დადებული. ქალიშვილობის ინსტიტუტიო, ქართველობაო, პატიოსნებაო, ნამუსიო – რა სოუსით აღარაა განხილული ეს საკითხი. საბოლოოდ შეიძლება შემდეგზე ჩამოვყალიბდეთ:

1. ნებისმიერ მამაკაცს მოსწონს გაუკვალავ თოვლზე სიარული იქნება ეს ქართველი, რუსი, ფრანგი თუ ამერიკელი. საქმე ისაა, რომ დასავლეთის და ჩრდილოეთის ქვეყნებში მათ ეს შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ, რადგანაც იქ ქალები თავს პატივს სცემენ და იმას აკეთებენ რაც სურთ და არა იმას რაც საზოგადოებას მოსწონს.

2. სრულფასოვანი ურთიერთობა სექსის გარეშე არ არსებობს და პარტნიორის ჭეშმარიტი შეცნობა მხოლოდ ამ კომპონენტთან ერთადაა შესაძლებელი.

3. მამაკაცი, რომელიც ქალს ქალიშვილობის არ ქონის გამო იწუნებს რეალურად ადამიანს აფასებს შემაერთი ქსოვილის რამოდენიმე კვადრატული სანტიმეტრის არსებობა არ არსებობით. დაფიქრდით – რამდენად შესაფერისია ასეთი ადამიანი თქვენთვის. ადამიანი, რომელიც მუშტრის თვალით გიყურებთ…

4. პრობლების გასაღები ქალების მიერ საკუთარი უფლებების დაცვასა და საკუთარი თავისათვის წარსულის ქონის უფლების მინიჭებაშია. მე საკმაოდ ბევრ ქალს ვიცნობ, რომელმაც ისე იცხოვრა როგორც უნდოდა და მერე ოჯახიც შექმნა – ასე რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია – მთავარია მოვინდომოთ.

5. დაბოლოს პასუხი თავდაპირველ კითხვაზე… ამორალურია არ მისცე იმას ვინც გიყვარს და ვისთანაც სექსი გინდა…

6. არ გამაგონოთ მამაო, ეკლესია, ცოდვა და მონანიება… კითხეთ ერთი მამაოს არ უდგება არასოდეს? ღმერთმა რაც მოგცა ის უნდა გამოიყენო და ეს რაღაც არ შეიძლება იყოს ცოდვილი, რადგანაც თუ ეკელსიას დავუჯერებთ ყველაფერი რაც გვაქვს ღვთისგანაა მონიჭებული.

კომენტარი