მსოფლიოს Top 10 ყველაზე დაბალი ინტელექტის მქონე ხალხი

გთავაზობთ სტატისტიკური მონაცემების გაანალიზების შედეგად შედგენილ ათეულს, რომელშიც ის ქვეყნები მოხვდა, რომლის მოქალაქეებსაც ყველაზე დაბალი IQ (intelligence quotient ჭკუის, გონებრივი მაჩვენებლის კოეფიციენტი) მაჩვენებელი აქვთ.

კონგოს რესპუბლიკა, საშუალო IQ- ს დონე: 65

საშუალო სკოლა და უნივერსიტეტის ხელმისაწვდომობა-კეთილდღეობის გარანტია მაინც არ არის. სამწუხაროდ კონგოს ბიუჯეტი რომელიც სულ რაღაც 14 მილიარდ დოლარს შეადგენს სისტემის განვითარების საშუალებას არ იძლევა. რესპუბლიკის მ.შ.პ (მთლიანი შიდა პროდუქტი) ვერ ქმნის გარემოს, მოსახლეობის ‘’IQ’’ს ასამაღლებლად. ამ პროცესს ხელს უშლის პოლიტიკური არასტაბილურობა და მუდმივი დაძაბულობა ქვეყანაში.

კამერუნი, IQ-ს საშუალო დონეა: 64

სამწუხაროდ კამერუნი ბოლო ასწლეულის მანძილზე ხელიდან ხელში გადადიოდა. თავდაპირველად გერმანია მართავდა შემდგომ ბრიტანეთი ბოლოს კი საფრანგეთი, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვერა და ვერ გახდა პოლიტიკური მდგომარეობა სტაბილური. შედეგად კამერუნი რამოდენიმე კოლონიად არის დაყოფილი, რაც იწვევს ენის ბარიერს და ცოდნის დაბალ დონეს. კამერუნის ზოგიერთ რეგიონში ცოდნის დონე 40% დაბალიც კია.

აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკა, IQ-ს საშუალო დონეა: 64

ადრე ეს ქვეყანა საფრანგეთის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა კორუფცია ქვეყნის ეკონომიკას ხანგრძლივი დროის მანძილზე უთხრიდა ძირს. ძალიან სამწუხარო ფაქტია ის რომ ეს რესპუბლიკა კორუფციის მაღალი დონით დღესაც გამოირჩევა. კორუმპირებული ბიუჯეტით რათქმაუნდა ვერ ხერხდება საკმარისი თანხების გამოყოფა განათლებისთვის. გამძვინვარებული შიდსის ეპიდემია და სავალალო კრიმინალური გარემო მოსახლეობის IQ-ს დონეს კიდევ უფრო აკნინებს.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, IQ-ს საშუალო დონე: 64

ისევ კონგო თუმცა ეს სულ სხვა ქვეყანაა - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ადრე მას ზაირს უწოდებდნენ. ქვეყნისთვის სახელის შეცვლით ხელისუფლემამ ვერ შეძლო აემაღლებინა ინტელექტის დონე. ქვეყანაში 77 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბიუჯეტი 30,8 მილიარდ დოლარს შეადგენს რაც მოსახლეობის 60% ის სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრებას ნიშნავს. ქვეყანაში მუდმივი საომარი მდგომარეობა ახალგაზრდობას სწავლას ფაქტიურად დაწყებით კლასებშივე აწყვეტინებს და წიგნის და კალმის ნაცვლად ხელში იარაღს აღებინებს.

ეფიოპია, IQ-ს საშუალო დონე: 64

ქვეყანაში სადაც მილიონობით ადამიანი შიმშილობს, დამეთანხმებით რომ ინტელექტის ამაღლებაზე არც კი ფიქრდება. შიმშილი არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, კრიმინალური მდგომარეობა და ბიუჯეტი რომელიც მხოლოდ საბრძოლო იარაღში იხარჯება, ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. ეფიოპიაში სწავლაზე არც არავინ ფირობს.

გაბონი, IQ-ს საშუალო დონე: 64

პატარა ქვეყანა რომელიც საკმაოდ მაღალი ბიუჯეტით გამოირჩევა, ასევე საკმაოდ სოლიდურ თანხას ხარჯავს განათლებაში 13,032$ დან 10% სწორედ რომ განათლებაზე იხარჯება. სკოლები გადავსებულია და მასიურად თითქოსდა ყველა სწავლობს, თუმცა.... ფაქტი ფაქტად რჩება IQ-ს დონე ვერა და ვერ იწვეს მაღლა, შესაძლოა პრობლემა მეთოდოლოგიაშია?!

მოზამბიკი, IQ-ს საშუალო დონე: 64

მოზამბიკის ეკონომიური მდგომარეობა ბოლო ათწლეულის მანძილზე ინტესიურად იზრდება. თუმცა ცხოვრების დონის ამაღლება ჯერ კიდევ შორეულ ოცნებად რჩება. მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია სამოქალაქო ომი, რომელიც უკვე 15 წელი გრძელდება. მიუხედავად ბიუჯეტის ზრდისა, არც კი დაწყებულა ინფრასტრუქტურის განახლება, არ აშენებულა ახალი სკოლები, რაც დიდ გავლენას ახდენს მოსახლეობის ინტელექტის დონეზე.

სიერა ლეონესი, IQ-ს საშუალო დონე: 64

კიდევ ერთი ქვეყანა რომლის IQ-ს დონე 64 ვერ აცდა. ბუნებრივი წიაღისეულით კერძოდ კი ბრილიანთით უმდიდრესი ქვეყანა სიერა წესით ერთ - ერთი მაღალბიუჯეტიანი რესპუბლიკა უნდა იყოს, თუმცა... დაუსრულებელი სამოქალაქო ომი მთავრობას ქვეყნის განვითარების საშუალებას არ აძლევს. კორუფცია რომელიც ვერა და ვერ აღიკვეცა განვითარების ყველა იმედს კლავს. სკოლები შენების მაგივრად ნგრევის პირასაა, ბევრი მათგანი აღარც არსებობს. შესაბამისად ცოდნის დონე ძალიან დაბალია.

სენტ-ლუსია, IQ-ს საშუალო დონე: 62

ზემოთ ჩამოთვლილთაგან განსხვავებით სენტ-ლუსია აფრიკას არ მიეკუთვნება, ის ინდოეთის შემადგენლობაში მყოფი კუნძულია. კუნძულზე 173 ათასი ადამიანი ცხოვრობს გავითარების მაჩვენებალი კი უმდაბლესია. ბიუჯეტი სულ რაღაც 1,2$ მილიარდია. განათლება უფასო და სავალდებულოა. შესაძლოა ცოდნის ზრდის პრობლემა მხოლოდ დაბალ ბიუჯეტში არ არის და აქაც სისტემის გაუმართავობა არის გადამწყვეტი.

ეკვატორული გვინეა, IQ-ს საშუალო დონე: 59

ასეთი საგანგაშო IQ-ს დონეს ყველა პრობლემა ერთად ქმნის, ეკვატორულ გვინეაში სამოქალაქო ომი, კორუმპირებული ჩინოვნიკები და გავრცელებული ეპიდემიური დავადებები ერთად იყრის თავს. ყოველი მეხუთე ბავშვი სკოლის ასაკამდე ვერ ცოცხლობს, თუმცა ქვეყანაში სკოლები ფაქტიურად აღარც არსებობს, აშენებაზე ფიქრით კი თავს არც არავინ იწუხებს.

კომენტარი