სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სად იქნება მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების საბოლოო ადგილსამყოფელი?

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ერთი კვირის განმავლობაში მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში იქნება დასვენებული.

როგორც საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა განაცხადა, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების საბოლოო ადგილსამყოფელი სავარაუდოდ, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას საფლავის მოპირდაპირე მხარეს იქნება.

შეგახსენებთ, რომ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს დედათა მონასტერში თბილისიდან, სამების საკათედრო ტაძრიდან გუშინ გადაასვენეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100