ბიზნესი მორწმუნე და „ვითომ მორწმუნე“ მართმადიდებლების ხარჯზე

ინტერნეტმაღაზია myparts.ge-ზე საინტერესო განცხადება გამოჩნდა. ღრმადმორწმუნეებზე მზრუნველმა ბიზნესმენებმა ავტომობილის სასაკმევლე გამოიგონეს და მყიდველს მის შეძენას სთავაზობენ.

„მას ჩართავთ ქსელში და საკმეველი გაუშვებს სურნელოვან კვამლს. არის პირდაპირ სანთებელაში მიერთებით,ხოლო მეორე სახის არის გრძელი კაბელით,რათა ტორპედოზე დააწებოთ იგი. აქვს ჩამრთველ-გამომრთევლიც მისამართი:ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა N41“ - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც თან პროდუქციის ფოტოებიც ახლავს.

ავტომობილის სასაკმევლეს ფასი 10 ლარია.

განცხადება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: http://www.myparts.ge/parts_details.php?part_id=8838506

კომენტარი