სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციის შეთავაზება მედიაორგანიზაციებს

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

„მოქალაქე“ მედიაორგანიზაციებს სთავაზობს, ტრენინგების ჩატარებას ჟურნალისტებისთვის კვალიფიციური ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას აქვს საკუთარი შეხედულება, თუ რა მიმართულებით იქნება ტრენინგების ჩატარება მნიშვნელოვანი, საჭიროდ მიიჩნევს, მიიღოს დამატებითი ინფორმაცია თავად მედიასაშუალებების ხელმძღვანელებისაგან, კონკრეტულად, რომელ საკითხებს თვლიან ისინი აქტუალურად და რაში საჭიროებენ მათდამი დაქვემდებარებული მედიაორგანიზაციების თანამშრომლები ცოდნის გაღრმავებას. ასევე გთხოვთ, წინასწარ გვაცნობოთ, რამდენ ჟურნალისტს დასჭირდება ტრენინგების გავლა სხვადასხვა მიმართულებით. მედიასაშუალების ხელმძღვანელებს ვთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდონ ორი კვირის განმავლობაში ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე [email protected] ტრენინგების დაწყებასა და ჯგუფების დაკომპლექტების თაობაზე გაცნობებთ დამატებით. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.“ - ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100