როგორია შენი სულიერების დონე?

ერთ-ერთი ეკლესიის პასტორმა, იერემია სტეპეკმა, გადაწყვიტა შეემოწმებინა თავისი მრევლის სულიერი დონე და ამის გასაგებად შემდეგი რამ მოიმოქმედა.

მან გადაიცვა უსახლკარო ადამიანის ფორმა და წავიდა "10000" კაციან ეკლესიაში, სადაც იგი იმ დილით მთავარ პასტორად უნდა ეკურთხებინათ. პასტორი იერემია დადიოდა ეკლესის შენობის ირგვლივ. 30 წუთში ეკლესია მთლიანად შეივსო. "10000" ადამიანიდან მხოლოდ სამი მიესალმა. მან ითხოვა ეკლესიაში ხურდა ფული საჭმლის საყიდლად, მაგრამ არავინ მისცა.

შემდეგ პასტორი წავიდა და წინა რიგში დაჯდა, მაგრამ წესრიგის დამცველებმა ამის უფლება არ მისცეს და უკანა რიგზე მიუთითეს. პასტორი იერემია ყველას ესალმებოდა,მაგრამ მათგან სიცივეს და ქედმაღლობას გრძნობდა.

ის უკან იჯდა, როდესაც ეკლესიაში განცხადებების დამთავრების შემდეგ კათედრასთან გამოვიდნენ ეკლესიის ხუცესები, რომელთაც იერემია უნდა წარედგინათ მთავარ ხუცესად (პასტორად): „ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ პასტორი იერემია სტეპეკი“.

ხალხი ირგვლივ იყურებოდა და სიხარულისგან აპლოდისმენტებს უკრავდა. გადაცმული კაცი, რომელიც ბოლო რიგში იჯდა წამოდგა და დაიწყო კათედრასთან გასვლა, უცებ ტაშის ცემა შეწყდა და მთელმა მრევლმა ყურადღება მისკენ მიაპყრო.

პასტორი იერემია მივიდა კათედრასთან, ერთ-ერთ უხუცესთაგანს მიკროფონი გამოართვა და წამიერი პაუზის შემდეგ წარმოთქვა: „მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან. რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ. მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ? როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ? მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ. მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული, რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით; უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ. მაშინ ისინიც პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ? მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში.“

ამ სიტყვების შემდეგ მან განუცხადა ეკლესიას თუ რა განცდები გადაიტანა ამ დილით ეკლესიაში მისულმა. ბევრმა ტირილი დაიწყო, ბევრმა კი სირცხვილისგან თავი დახარა.

პასტორმა იერემიამ თქვა: „დღეს მე ვხედავ ადამიანთა კრებულს და არა იესო ქრისტეს ეკლესიას, ქვეყნიერებას დღეს საკმარისი ხალხი ჰყავს, იესოს კი არასაკმარისი მოწაფე, როდის გადაწყვეტთ, რომ გახდეთ ქრისტეს მოწაფეები? როდესაც მან დაასრულა საუბარი შემდეგი კვირისთვის დაიბარა მრევლი ეკლესიაში.

კომენტარი