სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამოკითხულთა 71.9 % -ის აზრით ხუდონჰესი უნდა აშენდეს

"ყოველთვის, როდესაც გვაქვს საშუალება და მე მიხდება ტელევიზიით გამოსვლა, ვცდილობ მარტივად ავუხსნა საზოგადოებას თუ რა მნიშვნელობა აქვს ხუდონის პროექტ".- განაცხადა ტელეკომპანია "კავკასიას" ეთერში ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. მისივე თქმით სიმართლეს არ შეესაბამება სახალხო დამცველის ბრალდება, თითქოს ენერგეტიკის სამინისტროს და ინვესტორი კომპანია ხაიშის ადგილობრივი მოსახლეობასთან შეხვედრას თავს არიდებს.

"ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ადგილობრივ მოსახლეობასთან. ძალიან ხშირია განცხადებები, თითქოს სამინისტრომ და ინვესტორმა უარი განაცხადეს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე. ეს არის სიცრუე, სრული პასუხისმგებლობით მინდა გავაკეთო ამასთან დაკავშირებით განცხადება."

ენერგეტიკის მინისტრი უახლოეს მომავალში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას და მათთვის ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას აპირებს:

"რაც შეეხება საბოოლოო პაკეტს, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ უნდა გავაცნოთ თუ რა იქნება თანხა იმისთვის, რომ მოხდეს ამ ადამიანების განსახლება . ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ აი, მივცეთ ამ ადამიანებს რაღაც გარკვეული დიდი ანაზღაურება და წავიდნენ და სვანეთი დატოვონ. პირიქით, ჩვენ ვეუბნებით, რომ იქვე გამოინახება ტერიტორია, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ, რა თქმა უნდა და ჩვენ იქვე შეგვეძლება ერთი პატარა სოფელი ავაშენოთ, ხაიში, რომელიც ინფრასტრუქტურულად ძალიან გამართული და ყველანაირად მოწყობილი იქნება. ასევე ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება ამ პროექტის განხორციელებაში მიიღოს მონაწილეობა. პროექტის დასრულების შემდეგ კი მათ ექნებათ მუდმივი სამუშაო ადგილები."

ტელეკომპანია "კავკასიის" მიერ ჩატარებულ ინტერაქტიულ გამოკითხვაში „ უნდა შენდეს თუ არა ხუდონჰესი ‘ ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა : 71,9% _ უნდა შენდეს; 27,5% _ არ უნდა აშენდეს; მიჭირს პასუხი_ 0,6 %

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100