ლუდი „მთიელის“ და შავფაროსნების ერთობლივი კლიპის პრემიერა ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში

ლუდი ”მთიელი” - შენარჩუნებული და აღორძინებული მემკვიდრეობა

ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში, ლუდი „მთიელისა“ და „შავფაროსნების“ ერთობლივი სარეკლამო რგოლის პრემიერა გაიმართა. პროექტის შინაარსი და დეტალები დამსწრე სტუმრებს კომპანია ნატახტარის მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა, ბრენდინგ სააგენტო „ლაივის“ ბრენდ კონსულტანტმა ალექს ჩიქოვანმა, „შავფაროსნების“ კავშირის წევრმა ზურაბ მახარაძემ და სტუდია Cor-Production-ის პროდიუსერმა აკა მელიქიძემ გააცნო.

რგოლის პრემიერამდე სტუმრებმა შავფაროსნების ორთაბრძოლაც იხილეს და „ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის“ მიერ შესრულებულ ქართულ ხალხური სიმღერებიც მოისმინეს.

“შავფაროსნები” მიზნად ისახავენ მთლიანად ქართული საბრძოლო ხელოვნების და მასში გაერთიანებული, საბრძოლო სახეობების, საქართველოში საბრძოლო კულტურის, უძველესი საბრძოლო ტრადიციების შესწავლას, აღდგენას და სისტემატიზაციას, ასევე მის ერში გაცოცხლებას და კულტურის საკმაოდ მიმქრალი ინფორმაციის აქტუალიზაციას და მიწოდებას ქართული საზოგადოებისათვის.

ყოველივეს გათვალისწინებით ლუდი მთიელი, „შავფაროსნების“ პარტნიორი სიამაყით გახდა და თანამშრომლის ფარგლებში შეიქმნა სარეკლამო რგოლი, რომელიც დღეიდან ფართო საზოგადოებაც იხილავს იმ აღტკინებას, რომლითაც წარსულში ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ.

“ჩვენ არ შეგვეძლო ლუდი “მთიელის” ახალი კონცეფცია და “შავფაროსნების” ფენომენი არ დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან, რის შედეგადაც შეიქმნა სარეკლამო რგოლი. ეს ჩვენი დიდი მეგობრობის და თანამშრომლობის მხოლოდ დასაწყისია. მომავალში ვგეგმავთ ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რომელთა შესახებ ჯერჯერობით არ ვისაუბრებ. ლუდი “მთიელი” და “შავფაროსნები” საერთო საქმეს ემსახურებიან - ეს არის ქართული ტრადიციების გაცოცხლება, შენარჩუნება და მათი პოპულარიზაცია: ლუდი ”მთიელი” არის შენარჩუნებული და აღორძინებული მემკვიდრეობა. ამ ბრენდის ბაზარზე ”ჩაშვება” რომ გადავწყვიტეთ, მოვიძიეთ მთაში ლუდის დამზადების ძველი რეცეფტები და მოვახდინეთ ამის ინდუსტრიალიზაცია, მივიტანეთ ფართო მოხმარებლამდე. მეორეს მხრივ, არიან ”შავფაროსნები”, რომლებმაც ასევე მოიძიეს ძველი ქართული იარაღები, ილეთები და ააღორძინეს. მათი საქმიანობაც უკავშირდება ქართულ მთას. ეს ორი მიმართულება იმდენად კარგად ერწყმის ერთმანეთს, რომ წარმოუდგენელია, როგორ არ უნდა შემდგარიყო ჩვენი ერთმანეთთან დაკავშირება და თანამშრომლობა.” - აღნიშნა “ნატახტარის” მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა.

კომენტარი