დაავადებათა კონტორლის ცენტრი გრიპის შემთხვევების მომატებაზე საუბრობს და მოსახლეობას აფრთხილებს

გრიპის ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა ოქტომბრის ბოლოდან მოიმატებს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა , ამირან გამყრელიძემ განმარტა, მიმდინარე წელს ვირუსის ახალი შტამი მოსალოდნელი არ არის და გასული წლების მსგავსად, ღორის გრიპის H1N1 და H3N2 შტამების ნაირსახეობებია მოსალოდნელი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, მოსახლეობის ინფორმირებისთვის მუშავდება რეკომენდაციები, რომელიც მომავალ კვირას ინტერნეტით და მედიის საშუალებით გავრცელდება.
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ პაციენტს მაღალი ტემპერატურა ექნება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ასევე, მწვავე რესპირატორული დაავადების თავიდან ასაცილებლად, ხშირად უნდა განიავდეს ბინა და დახურული სივრცე. სველი წესით უნდა დამუშავდეს და დალაგდეს სამუშაო გარემო.

კომენტარი