სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ გადავეჩვიოთ ხვრინვას

ხვრინვა ბევრ ადამიანს უქმნის დისკომფორტს ძილისას. გარდა იმისა, რომ ადამიანი რომელიც ხვრინავს, ხელი ეშლება სუნთქვაში, ასევე წუხდებიან გარშემომყოფებიც. გაეცანით ინსტრუქციას და გამოიყენეთ მოცემული რჩევები.

ხვრინვამ, რომ არ შეგაწუხოთ შეეცადეთ დაიძინოთ გვერდზე ან მუცელზე დაწოლილმა - არავითარ შემთხვევაში არ დაწვეთ ზურგზე, რადგან ასეთ პოზაში ენის ძირი ნაწილობრივ ეფარება სასულეს, ეს კი ხდება ხვრინვის მიზეზი.

ხვრინვის გამომწვევი მიზეზია ასევე ძილის ნაკლებობა: ამიტომ შეეცადეთ ადრე დაწოლას.

სიგარეტს ნუ მოწევთ მაინცდამაინც დაძინებისას. ასევე ძილის წინ მოერიდეთალკოჰოლურ სასმელებს.

გაითვალისწინეთ, რომ დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი პრეპარატები ადუნებენ ენის, ხახისა რბილი სასის კუნთებს, რაც იწვევს ხვრინვას.

ინგლისელი ექიმი ჰარვეი ფლეკი ურჩევს ყველას, ვინც ხვრინავს, დაძნების წინ დაღეჭოს მაგარი ხის, პატარა ნაჭერი და მოუჭიროს მას კბილები. ეს პროცედურა, რომელიც იწვევს სახის, კისრისა და ყელის კუნთების დაღლას, თავიდან აცილებსხვრინვას.

და ბოლოს, კიდევ ერთი რჩევა: დალიეთ ბოლოკის ფოთლისა და ნიახურის ნახარში წყალი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100