სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროფესიონალი და ფოტომოყვარულები „ნაბეღლავსა“და „ბახმაროში“

7-8 სექტემებრს, მინერალური წყალი „ნაბეღლავისა“ და „ბახმაროს“ მწარმოებელმა კომპანიამ „წყალი მარგებელი“ პროფესიონალი და ფოტომოყვარულებსთვის სპეციალური ტური გამართა.

მოწვეულმა ფოტოხელოვანებმა დაათვალეირეს „ნაბეღლავისა“ და „ბახმაროს“ მწარმებელი ქარხნები, მოინახულეს ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო და გაეცნენ უნიკალური წყლის ჩამოსხმისა და წარმოების პროცესს. ამასთან, საწარმოების მიმდებარე ტერიტორიებიც დალაშქრეს. უშუალოდ ნახეს და გუბაზეულის ხეობის შთამბეჭდავი კადრები ფირზე აღბეჭდეს. დასასრულს, ტურის ყველა მონაწილეს გადაეცა სპეციალური სერტიფიკატი მაზედ, რომ მონაწილება მიიღეს „წყალი მარგებელის“ ტურში.

”წყალი მარგებელის” საქმიანობა ნაბეღლავის მინერალური წყლის მრავალწლიან ისტორიას უკავშირდება. კომპანიის დაარსების მიზანი იყო, განეახლებინა ნაბეღლავის ჩამოსხმა, რისი საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიციაც უკვე არსებობდა. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე, მდ. გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 450-475 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

ნაბეღლავი არის ბუნებრივი ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი სუფრის წყალი. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე და სახელიც ადგილწარმოშობის შესაბამისად ეწოდა. სასიამოვნო გემოს გარდა ყურადღებას იმსახურებს უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებების გამო; ამასთან, მისი მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის. ”ნაბეღლავისსისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან და მის გამდიდრებას აუცილებელი მინერალებით.

ბახმარო -კავკასიური წყარომთების წიაღში დაბადებული, ბუნებრივი ჟანგბადით მდიდარი წყალია და არაჩვეულებრივი რბილი გემოთი ხასიათდება. ბახმაროს წყაროს სათავე ქარხნიდან 1,5 კმ მოშორებით მდებარეობს და წყალი მილსადენით მიეწოდება ქარხანას, სადაც ფილტრაციის რამდენიმე ეტაპს გადის და ამავე დროს არ იცვლება მისი პირველადი ქიმიური შემადგენლობა. ბახმარო მიეკუთვნება დაბალმინერალიზებული წყლების ტიპს, მდიდარია ჟანგბადით და pH-ის იდეალური მაჩვენებელი აქვს: 7.5.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100