სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტეფანე მღებრიშვილი: ის 25 ათასი სულ ჩემი არ იყო

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტეფანე მღებრიშვილს ერთ ღამეში 25 ათასი გადაუხადეს. „ანგარიშის მიხედვით, 2011 წლის 2 აგვისტოს ბათუმში, კონცერტ MTV Georgia Live-ში ჯგუფ "სტეფანე და 3G"-ის მონაწილეობისათვის, ფიზიკურ პირს, სტეფანე მღებრიშვილს ერთ საღამოში 25.000 აშშ დოლარი გადაუხადეს“- წერს ასავალ დასავალი. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი დღეს სოციალურ ქსელში გააკეთა თავად სტეფანე მღებრიშვილმა.

„მოკლედ ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა, და აქ მირჩევნია გიპასუხოთ:
25-არა, 20 ჩამირიცხეს ბარათზე, საიდანაც რამდენიმე არტისტისტვის უნდა გადამენაწილებინა, და ყველას ყველაფრის ხარჯი თავისით უნდა გაესტუმრებინა (ტრანსპორტირება, სასტუმრო და ა.შ.) მახსოვს მთელი ამ თანხიდან ჩემი ჰონორარი არც თუ ისე დიდი იყო .უბრალოდ დროში ვერ ესწრებოდა და მთლიანად ჩემს ბარათზე ჩარიცხეს. იმდენად გიჟი არავინ იყო , რომ ჩემთვის სამ სიმღერაში ამდენი გადაეხადა.... ესეთი შემთხვევა მეტი ჩემს პრაქტიკაში არ არსებობს.... ისე კი მაგარია ალბათ, როდესაც ამდენს გიხდიან სიმღერაში, და ესეთი ადამიანი მსოფლიოში ძალიან ბევრია....
იმედია ამომწურავად გიპასუხეთ...“ - წერს სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100