აშშ-ში კომპიუტერის მაუსის შემქმნელი გარდაიცვალა

ინტერნეტის ქსელის ერთ-ერთი შემქმნელი და კომპიუტერის მაუსის გამომგონებელი დუგლას ენგელბრატი გარდაიცვალა. 88 წლის ენგელბრატი აშშ-ს შტატ კალიფორნიაში 2013 წლის 2 ივნისს აღესრულა.

თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამომგონებელი 1925 წლის 30 იანვარს არეგონაში დაიბადა. მის გამოგონებებს შორისაა გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისი, ტექსტური რედაქტორი, ონლაინ კონფერენციები და სხვა ინტერნეტ ტექნოლოგიები, ჯამში ენგელბრატის ანგარიშზე 20 პატენტი და გამოგონებაა. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მას უამრავი ჯილდო ჰქონდა მიღებული, მათ შორის „კომპიუტერული ტექნიკის პიონერის“ მედალი, ტიურინგის პრემია, აშშ-ს ნაციონალური მედალი ტექნიკისა და ინოვაციის სფეროში და ასევე ნორბერტ ვინერის მედალი.

უამრავ მიღწევათა შორის დუგლას ენგელბრატის ყველაზე მნიშვნელოვან გამოგონებად ითვლება კომპიურის მაუსი, რომელიც მან 1968 წლის 9 დეკემბერს წარმოადგინა, 1970 წელს კი აღნიშნული გამოგონების პატენტიც მიიღო. აღსანიშნავია, რომ მაუსის გამომგონებელმა, ამ გამოგონებით დიდი სარგებელი ვერ ნახა, რადგან იმ დროს როდესაც მაუსი ფართო მოხმარების საგანი გახდა, ენგელბრატის მიერ 1970 წელს აღებულ პატენტს ვადა ჰქონდა გასული და ბოლო 20 წლის განმავლობაში, მაუსის შემქმნელი საკუთარი გამოგონების მეშვეობით ფულს ვეღარ შოულობდა.


კომენტარი