ტოვებს თუ არა თანამდებობას სოზარ სუბარი?

სასჯელაღსარულების მინისტრი სოზარ სუბარის განცხადებით, ის თანამდებიბის დატვებას არ აპირებს.
ამის შესახებ მინისტრმა მედიით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლიც მიხედვითაც ის უახლოეს მომავალში თანამდებობის დატოვებას გეგმავდა.
როგორც სუბარმა აღნიშნა, მედიასაშუალებების მხრიდან მისი ინტერვიუ არასწორად იქნა გაგებული და ამის გამო გავრცელდა ინფორმაცია, მისი თანამდებობის დატოვების შესახებ.
როგორც სუბარმა განმარტა, იგი ინტერვიუში ამბობს, რომ მინისტრად დანიშვნიდან 6 თვეში ის ძირითადი მისია, რომელიც გაარაადამიანურებული სასჯელაღსრულების სისტემის ადამიანურად ქცევას ემსახურებოდა, მან ამოწურა.

მისივე თქმით, აღნიშნული მისიის ამოწურვა არ ნიშნავს, რომ საქმე სისტემაში აღარ დარჩა.
"შეიძლება 20 წლის შემდეგაც ვთქვა, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. საქმე ყოველთვის იქნება, თუმცა ძირითადი მისია, რომელიც სისტემის გაადამიანურებას გულისხმობს, შევასრულე. მაგალითად 5 თვეში ფიქსირდება რომ 11 პატიმარი გარდაიცვალა სისტემაში, რაც ბევრად ნაკლებია ვიდრე იყო ძველად. ეს იმიტომ, რომ პატიმრების ჯანმრთელობას ექცევა უზარმაზარი ყურადღება", - განაცხადა სუბარმა.

კომენტარი