ევროკავშირი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის მიზნით მოლაპარაკებებს დაიწყებს

ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესაქმნელად მოლაპარაკებები დაიწყოს. ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომელიც საქართველოსა და მოლდოვასთან ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესაქმნელად მოლაპარაკებების გამართვას გულისხმობს. ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა პოლონეთში გამართულ არაფორმალურ სამიტზე იმსჯელეს.

კონკრეტულად როდისთვის შეიძლება ეს პროცესი დაიწყოს, ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციისათვის - 2011 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან მილიარდ 228 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის მაჩვენებელზე 32 პროცენტით მეტია. ექსპორტის წილი 198 მილიონი დოლარი იყო.

კომენტარი