ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი ბავშვს ელოდებიან?

კანადელმა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა თავისი ფანები შოკში ჩააგდო, როდესაც თავისი მეუღლის ჰეილი ბოლდუინის ორსულობის შესახებ ინსტაგრამზე დაპოსტა.

ბიბერმა სოციალურ ქსელში ატვირთა ულტრასონოგრაფიის ფოტო, რომელზეც ნაყოფი გამოკვეთილად ჩანს. უამრავი გულშემატკივარი, მათ შორის მომღერლის კოლეგებიც კი ულოცავდნენ წყვილს ამ სასიხარულო ამბავს, თუმცა, მეორეს მხრივ, ფოტო პირველ აპრილს იყო ატვირთული და იმასაც უშვებდნენ, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო.

ამ მოსაზრებების მოსმენის შემდეგ ბიბერმა კიდევ ერთი ფოტო ატვირთა, სადაც ჰეილი ექიმების გარემოცვაშია და საკუთარ მოზრდილ მუცელს ეფერება. ამ პოსტის შემდეგ ეჭვი აღარავის შეპარვია, რომ ბოლდუინი მართლაც ორსულად არის.

მხოლოდ ამის შემდეგ აღიარა მომღერალმა, რომ ეს ამბავი საპირველაპრილო ხუმრობა იყო და ბოლოს ფოტომაც ყველაფერი გააქარწყლა.

კომენტარი