სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროპის ეკონომიკური კრიზისი ესპანეთის უძრავ ქონებაზეც აისახა

ევროპაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი უძრავ ქონებაზეც აისახა. განსაკუთრებულად რთული ვითარება კი, ამ მხრივ, ესპანეთის სანაპიროებზეა.

ამ ქვეყნის უძრავი ქონების მფლობელები ვერ ურიგდებიან იმ აზრს, რომ მათი საცხოვრებლის ღირებულება მკვეთრად შემცირდა. ესპანელები თავიანთ უძრავ ქონებას ძვირად აფასებენ, კლიენტების არარსებობის გამო კი, იძულებულები ხდებიან ფასს დააკლონ. ესპანეთის უძრავი ქონების პორტალის Noteges–ის მმართველი დირექტორის ხოსე ლუიზ ჰიმენოს აზრით, ყველაზე რთულად ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე განთავსებული სახლები იყიდება – სწორედ აქ მდებარეობს ასობით ათასი გაუყიდავი სახლი.

შექმნილ ვითარებაში, მესაკუთრეები იძულებულნი არიან საცხოვრებელ ფართებზე ფასები 60–65%–ით შეამცირონ. ანალიტიკოსების აზრით, ესპანეთის ბაზარზე რამდენიმე მილიონი გაუყიდავი ობიექტია. ეკონომიკის ექსპერტები ადგილობრივებს ურჩევენ, ნუ დაელოდებიან უკეთესი კლიენტის მისვლას, ვინაიდან, მათ უძრავ ქონებას ფასი კიდევ უფრო დააკლდება და ლოდინი მხოლოდ მატერიალურ ზიანს მოუტანთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100