Express Bank-ი სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს

თბილისი, 3 ივნისი, 2016 – Express Bank-მა, ყველაზე მარტივმა ბანკმა დღეს კიდევ ერთი ახალი სერვისცენტრი გახსნა. დღეიდან მომხმარებელი Express Bank-ით სარგებლობას, თბილისში, თვალჭრელიძის ქ. N2-ში, სავაჭრო ცენტრი East Point-ში შეძლებს.

Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება აქვს მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით, Express ანაბრით და ახლა უკვე Express Card-ზე სრულიად ახალი ფუნქციით - ბანკის მიერ დამტკიცებული 1500 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით.


საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 118 სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.


დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურების შესახებ, ეწვიეთ: www.ebank.ge

###

Express Bank-ის შესახებ:

Express Bank-ი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ბანკია საქართველოში. Express Bank-ი მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე აუცილებელ საბანკო პროდუქტებს, რომლებიც, ამავე დროს, მარტივი მისაღები და ადვილი გამოსაყნებელია. Express Bank-ი ეხმარება მომხმარებელს საბანკო ისტორიის შექმნაში, რაც, მომავალში, მას მეტ შესაძლებლობას გაუხსნის. Express Bank-ი მომხმარებელს საბანკო მომსახურებას სთავაზობს 115-ზე მეტი სერვისცენტრის მეშვეობით მთელს საქართველოში, ისევე როგორც დისტანციური საბანკო მომსახურების არხებით. შედეგად, მომხმარებელს ძირითადი საბანკო მომსახურების მიღება პრაქტიკულად ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობისთვის, გახანგრძლივებულია Express Bank-ის სერვისცენტრების მუშაობის საათებიც. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ebank.ge

კომენტარი