საქართველოს რკინიგზა SAP-ის დანერგვას იწყებს

მსოფლიო განვითარება იწვევს ახალ გამომწვევებს. იმისათვის, რომ იყო კონკურენტუნარიანიდაშეეფერებოდე ბიზნესის მოთხოვნებს, აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების განვითარების ეპიცენტრში იმყოფებოდე.

საქართველოს რკინიგზამ 2015 წელს მიიღო გადაწყვეტილება SAPAG დანერგვის შესახებ აღრიცხვიანობის გამჭვირვალობის და დაგეგმვის ხარისხის ამაღლების, ხარჯების ოპტიმიზაციის და შემოსავლების გაზრდის მიზნით.

კომპანიის პერსონალი და მენეჯმენტი აცნობიერებენ ამ პროექტის მნიშვნელობას და მზად არიან მთელი ძალებით მაქსიმალურად შეუწყონ ხელი პროექტის შესრულებას. ამ მიზნის მისაღწევად სს „საქართველოს რკინიგზაში“ საუკეთესო გუნდი შეირჩა.

ტენდერის შედეგად გამოვლინდა დამნერგავი კომპანია Soft-Rating Georgia რომელიც საქართველოს რკინიგზის გუნდთან ერთად განახორციელებს SAP AG დანერგვას. სისტემა დაფარავს კომპანიაში მიმდინარე ყველა დამხმარე პროცესს.

პროექტის პრეზენტაციას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, მამუკა ბახტაძე, ფინანსური დირექტორი, ირაკლი ტიტვინიძე და კომპანია Soft-Rating Georgia-ს წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრის ადგილი-სასტუმრო „ძველი თბილისი.“ - 23 ოქტომბერი. 13.00 საათი.

კომენტარი