სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიმუზინი სანაპიროზე გასასეირნებლად „Strand Craft“-ისგან

მდიდარ ადამიანებს უცნაური ახირებები აქვთ. თუ ფინანსურად გამართული ადამიანები დასასვენებლად ზღვის სანაპიროზე ჩავლენ და სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დაბინავდებიან, მათ დიდი დროის დაკარგვა არ მოუწევთ ზღვამდე ფეხით სიარულში. სწორედ ამიტომ კომპანია „Strand Craft“ „სანაპიროს ლიმუზინის“, „Strand Craft Limousine Beach Cruiser“–ის აწყობა გადაწყვიტა.

კომპანია „Strand Craft“ უნიკალური, ინოვაციური და ორიგინალური ავტომობილების წარმოებითაა დაკავებული. ამჯერად კომპანია საზოგადოების გაკვირვებას სანაპირო ლიმუზინით გეგმავს. ავტომობილი „Strand Craft Limousine Beach Cruiser“–ის დნიშნულება ძალიან მდიდარი ადამიანების ტარებაა ზღვის სანაპიროზე. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, სანაპიროდან რა მანძილზე მდებარეობს სასტუმრო თუ კოტეჯი, სადაც ეს ადამიანები გაჩერდნენ. როგორც ყველა ლიმუზინის დანიშნულება, ამ ავტომობილის მიზანიც ადამიანის სტატუსისა და შესაძლებლობის ჩვენებაა.

„Strand Craft Limousine Beach Cruiser“ გათვლილია საკურორტო ქალაქებისთვის. ავტომობილს ღია ნაწილიც ექნება, სავარაუდოდ უკან, რომელშიც ორი სავარძელი იქნება. ასე მგზავრებს საშუალება ექნებათ სანაპირომდე მისვლამდეც მოახერხონ მზის სხივებით ნებივრობა და ისიამოვნოს სუფთა ჰაერით.

ამ ავტომობილის სალონი უმაღლესი ხარისხის ტყავითაა დაფარული და „Swarovski“–ის კრისტალებითაა გაფორმებული. კომპანია „Naim“ ლიმუზინს აუდიო საისტემით აღჭურვავს. რაც შეეხება ძრავს, მას კომპანია „Chevrolet“ ააწყობს და ექვსცილინდრიანი იქნება, რაც ავტომობილს საშუალებას მისცემს 220 კმ/სთ განავითაროს. პირველი ეგზემპლარი 2012 წელს გამოჩნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100