გადარიცხე პირდაპირ მობილურის ნომრით და მოიგე საჩუქრები!

თიბისი ბანკი გადარიცხვის უმარტივეს სერვისს - მობილურის ნომრით პირდაპირ გადარიცხვას გთავაზობთ.

აღარ არის საჭირო დროის ხარჯვა მეგობრის ანგარიშის ნომრის გასაგებად, საკმარისია, იცოდეთ მისი მობილურის ნომერი, გქონდეთ თიბისი ბანკის ინტერნეტ ან მობაილ ბანკი და გადარიცხვას შეძლებთ უმარტივესად.

გარდა ამისა, 31 აგვისტოს ჩათვლით, მობილურის ნომრით ყოველი გადარიცხვისას თქვენ აგროვებთ ქულებს და გაქვთ შანსი, მოიგოთ ფულადი პრიზები და apple-ის პროდუქცია. კერძოდ, MacBook Air, iPhone 6, iPad და 100-მდე ფულადი საჩუქარი.

მობილურის ნომრით გადარიცხვა ძალიან მარტივია: შედიხართ ინტერნეტ ან მობაილ ბანკში, ირჩევთ მობილურით გადარიცხვას და უთითებთ მიმღების სახელს, გვარს და მობილურის ნომერს. ამის შემდეგ, თქვენს მიერ მითითებულ ნომერზე იგზავნება ბმული და გადარიცხვის კოდი, რომლის საშუალებითაც მიმღები თავად ირჩევს ლარის ანგარიშს, რომელზეც სურს, რომ თანხა ჩაერიცხოს და ადასტურებს თანხის მიღებას.

თანხის დადასტურება ჩარიცხვისათვის აუცილებელია. თუ მიმღები 14 დღის განმავლობაში არ ადასტურებს თანხის მიღებას, მაშინ თანხა ავტომატურად უბრუნდება გადამრიცხავს.

აქციაში მონაწილეობისათვის თანხა მობილურის ნომრით უნდა გადარიცხოთ 31 აგვისტოს ჩათვლით. ყოველ ახალ მომხმარებელთან მობილურის ნომრით გადარიცხვისას თქვენ შეძლებთ, შეაგროვოთ 10 ქულა, იმ შემთხვევაში, თუ თანხის მიმღები შეასრულებს პირდაპირ გადარიცხვას მესამე პირთან, თქვენ დამატებით 10 ქულას იღებთ; დაგროვებული ქულების მიხედვით გამოვლინდება პირველი 100 გამარჯვებული.

გადარიცხვა განხორციელებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მიმღები ადასტურებს თანხის მიღებას.

კომენტარი