სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ტელეკომის“ ხელმძღვანელებს იჭერენ?

„საქართველოს გაერთიანებული ტელეკომი“ ყველაფერ სიკეთესთან ერთდ ახალი წლის მილოცვის ახალ წესსაც ამკვიდრებს. „ტელეკომი“ ხომ ინოვაციების გენერატორია?!
კომპანიას, რომელსაც პირველობაზე და მომსახურების მაღალ ხარისხზე აქვს პრეტენზია მედია ჰოლდინგ „დრონი. ჯი“-ს დამდეგი ახალი წელი ინტერნეტის გათიშვით მოულოცა.
„დრონი. ჯი“-ს ფურცლებზე არაერთხელ დაწერილა „ტელეკომის“ არც ისე მოსაწონ საქმიანობებზე. იმედია ეს არ გახდა ინტერნეტის გათიშვის მიზეზი.
ჩვენ ხშირად გვიკავშირდებოდნენ „ტელეკომის“ აბონენტები და ჟურნალისტებთან ასაჩივრებდნენ თავიანთ გასაჭირს. ზოგს ინტერნეტი ეთიშებოდა უმიზეზოდ, ზოგიერთი აბონენტი კი ლამის მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა ინტერნეტს, რათა მისთვის საჭირო ინფორმაცია მოეძიებინა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აბონენტები კარგი გადამხდელები იყვნენ.
აბონენტების საჩივრების მიუხედავად „ტელეკომმა“ მომსახურების ხარისხი ვერ ან არ შეცვალა.
„საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის“ ინტერნეტის ხარვეზებით მუშაობა ჩვენს ჰოლდინგსაც ბერჯერ უგემია და საყვედურიც მიუღია შესაბამის განყოფილებას, თუმცა მგლის თავზე სახარების კითხვა გამოვიდა.
„გაერთიანებულმა ტელეკომმა“ თავისივე ინტერნეტის უხარისხობა არ იკმარა და მეხუთე დღეა „დრონი. ჯი“-ს ინტერნეტი მთლიანად გაუთიშა და მიზეზად კი „ხარისხის გაუმჯობესების მიზნით წარმოებული სამუშაოები დაასახელა“.
მიზეზის გასარკვევად შესაბამისს სამსახურს დაუკავშირდით და პასუხი მოვთხოვეთ. მათგან მიღებული პასუხი დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო: ძველი „შკაფებია“, გამოსაცვლელია და ტელეფონის, ინტერნეტის გათიშვაც მიტომ მოხდა.
ვეცდებით რამდენიმე დღეში მოვაწესრიგოთ. აშკარად ცუდად ეცადნენ, რადგან უკვე მეხუთე დღეა ჰოლდინგში არც ტელეფონი და არც ინტერნეტი არ ჩართულა.
საქმის უფრო დეტალურად გასარკვევად „გაერთიანებული ტელეკომის“ პრეს-ცენტრთანაც ვეცადეთ დაკავშირება, რათა ხელმძღვანელ პირებთან, გიორგი ღუღუნიშვილთან, გელა ხანიშვილთან და ლევან ქარაზანაშვილთან გადავემისამართებინეთ, მაგრამ სამწუხაროდ პრეს-ცენტრს ყურმილი ვერ ავაღებინეთ.
არ ვიცი რამდენად აქვს „ტელეკომის“ ასეთ თავგასულ მოქმედებას გამართლება, მაგრამ ფაქტია, რომ კომპანია ყოველგვარ ზღვარს გადადის.
„ტელეკომი“ ეს ის კომპანიაა და სფერო, სადაც უამრავი ფული ტრიალებს და რით ვერ შეძლეს ძველი ე. წ. „შკაფების“ გამოცვლა?!
მოარული ხმები „ტელეკომისა“ და იქ არსებული თანხების უმიზნოდ ფლანგვის შესახებ, ამ შემთხვევაში, დამაჯერებლობას ნამდვილად იძენს.
„ტელეკომის“ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია, რის გარკვევასაც „დრონი. ჯი“ აუცილებლად ეცდება. მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ სტატიას, რომელიც კომპანიის მიერ თანხების უმიზნოდ ხარჯვას შეეხება.
საკმაოდ დიდი დროა, რაც „ტელეკომის“ სატელევიზიო რეკლამები გადის, რაშიც უმრავ ფულს იხდის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების რეკლამირებას აკეთებს. რეკლამა სხვაა, რელობა სულ სხვაა და ეს „დრონი. ჯი“-მ კომპანიის აბონენტების მსგავსად თავის თავზეც იწვნია.
ჰოლდონგში, რამდეხანს იქნება გათიშული ინტერნეტი არავინ იცის. არადა ინტერნეტ-პროვაიდერს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ორგანიზაციებს, რომლებსაც ინტერნეტის გარეშე ხელ-ფეხი აქვს შეკრული, ინტერნეტი არ უნდა გაეთიშოს. თანაც წინასწარ გაფრთხილების გარეშე.
მსგავსი ტიპის ფაქტი, რომ ევროპის რომელიმე ქვეყანაში მომხდარიყო, კომპანიას კომპენსაციასაც კი არ აკმარებდნენ უპასუხისგებლო მოქმედებისთვის, მაგრამ ეს ხომ ქართული რეალობაა და ჩვენ კი ევროპისკენ მივისწრაფვით.
თბილისში ძნელია მოსაძებნია ადამიანი, გარდა თავად „ტელეკომის“ თანამშრომლებისა, რომ კომპანიის მომსახურებით, კერძოდ ინტერნეტით, კამყოფილნი იყვნენ.
საინტერესოა, „ტელეკომთან“ დაკავშირებით რატომ დუმს მარეგულირებელი კომისია?! თუ მარეგულირებელმა „ტელეკომის“ თავგასული მოქმედების კონტროლზე ხელი აიღო, მაშინ ხელისუფლება ვალდებულია მოსახლეობა რომ არ დაზარალდეს, „ტელეკომის“ კონტროლის სხვა გზები მონახოს.
„დრონი. ჯი“ არ აპირებს აღნიშნული კომპანიის ზღვარს გადასულ მოქმედებაზე თვალი დახუჭოს.
უკვე დროა „საქართველოს გაერთიანებული ტელეკომმა“ მოსახლეობასთან ურთიერთობის ტაქტიკა შეცვალოს. ალბათ სჯობს კომპანიამ რეალურად გამოცვალოს ობტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები და არ აქციოს, აღნიშნული ცვლილება, მხოლოდ ფულის „მოტეხვის“ წყაროდ.
შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი არიან რაიმე ფორმით შეცვალონ „ტელეკომის“ მუშაობის „განსაკუთრებული“ სტილი. როცა ესა თუ ის ორგანო სუსტია და კომპანიის პატიოსნად მუშაობას ვერ უზრუნველყოფს, ხელისუფლება ვალდებულია გარკვეული ზომები მიიღოს. ერთხელ და სამუდამოდ გამოასწოროს „ტელეკომის“ ინტერნეტი და შეცვალონ კომპანიის, მოსახლეობისგან დაწუნებული მუშაობის სტილი.
პ.ს: „დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები შესაძლოა მალე დაინტერესდნენ ტელეკომის მუშაობით და გამორიცხული არაა, რომ თუ სამართალდამცველებმა ტელეკომის საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები აღმოაჩინეს, ტელეკომის ხელმძღვანელებს ვირიც აბანოში უკრან თავი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100