HRGuru.ge - თქვენი დასაქმების ახალი შანსი!

ვებ-გვერდი HRGuru.ge არის ახალი ქართული სტარტაპ ბიზნესი დასაქმების ბაზარზე, რომელიც მომხმარებლებს სამუშაო ადგილების ძიებაში ეხმარება. ვებ-პორტალზე განთავსებულია განცხადებები ვაკანსიების, ტენდერების, ტრენინგების, გაცვლითი და საგრანტო პროგრამების შესახებ.

HRGuru.ge საქართველოს უმსხვილეს დამსაქმებლებთან თანამშრომლობს და მათ შესაბამისი კადრების შერჩევაში ეხმარება. დამსაქმებლებსა და HRGuru.ge-ს შორის ექსკლუზიურად გაფორმებული ხელშეკრულებები კი მომხმარებელს აძლევს შანსს, მხოლოდ ამ ვებ გვერდზე მოიძიოს სასურველი ვაკანსიები.

საიტის მიზანია, კომპანიებს წარმატების მისაღწევად საუკეთესო პერსონალის შერჩევაში, ხოლო სამსახურის მაძიებელებს კარიერულ წინსვლაში დაეხმაროს. HRGuru.ge-ს მთავარ ღირებულებას კადრებსა და მუდმივად მათ განვითარებაზე ზრუნვა წარმოადგენს.

მოქმედებს საიტის Facebook-ის გვერდი www.facebook.com/HRGuru.ge რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

HRGuru.ge წარმატებებს გისურვებთ, თავის მხრივ კი ბევრს ვაკანსიებს, სტიპენდიებს, ტენდერებსა და საგრანტო განაცხადებს გპირდებათ!

კომენტარი