საქართველოს ბანკმა არაპროფილური აქტივები გამიჯნა

თბილისი, 10 დეკემბერი, 2014 – საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, ბანკის მიერ, არაპროფილური აქტივების გამიჯვნის შესახებ. საქართველოს ბანკის სტრუქტურა სრულად შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის ახალ მოთხოვნებთან და რეგულაციასთან. ახალი კორპორაციული სტრუქტურის ძალაში შესვლა და არაპროფილური ბიზნესების გამიჯვნა დასრულდება 2015 წლის ბოლომდე. საქართველოს ბანკის კორპორაციული სტრუქტურის განახლების შედეგად, მოხდა იურიდიული რესტრუქტურიზაცია და საბანკო–საფინანსო და არასაბანკო ბიზნესების გამიჯვნა. აქედან გამომდინარე, ბანკი სრულად ფოკუსირდა საბანკო საქმიანობაზე. მითუფრო, რომ სულ ცოტა ხნის წინ უკრაინულ „პრივატბანკთან“ გაფორმდა შეთანხმება მისი ქართული შვილობილის - სს „პრივატბანკის“ (მთლიანი აქტივების მიხედვით საქართველოში სიდიდით მე–9 ბანკის) 100% აქციების შესყიდვის შესახებ. „პრივატბანკის“ შეძენა შესაძლებლობას მიცემს საქართველოს ბანკს კიდევ უფრო გაამყაროს მისი წამყვანი პოზიცია საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით.

საქართველოს ბანკის, მიერ არაპროფილური აქტივების გამიჯვნის შემდგომ, არაპროფილური ბიზნესები გაერთიანდება ცალკე საინვესტიციო მიმართულებად და საქმიანობას განაგრძობს ბანკისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად. სტრუქტურული ცვლილებების კვალდაკვალ მოხდა მენეჯმენტის გამიჯვნა საბანკო და არასაბანკო მიმართულებების მიხედვით და ცვლილებები შევიდა ბანკის მენეჯმენტის შემადგენლობაში. 2015 წლის ზაფხულში საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური გადავა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ირაკლი გილაური ასევე განაგრძობს მოღვაწეობას საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. 2015 წლის ზაფხულიდან საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნება მურთაზ კიკორია, რომელიც მანამდე შეასრულებს საქართველოს ბანკის ფინანსური დირექტორის მოვალეობას.

ამ დრომდე, მურთაზი იკავებდა Georgian Healthcare Group –ის გენერალური დირექტორის პოსტს. მანამდე, მურთაზი მუშაობდა სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალური დირექტორის პოსტზე, 2012 წლის ოქტომბრიდან. 2011 წლის ივნისიდან, მურთაზი იკავებდა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს, ფინანსების დარგში. 2009 წლის ივნისიდან, მურთაზი მუშაობდა საქართველოს შვილობილ უკრაინულ BG Bank –ში, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. მურთაზ კიკორია საქართველოს ბანკს შემოუერთდა 2008 წელს, როდესაც მუშაობა დაიწყო გენერალური დირექტორის მოადგილედ, შესაბამისობის დარგში. 2005–2007 წლებში, მურთაზი მუშაობდა EBRD –ში, მთავარ ბანკირად. 2001–2005 წლებში მურთაზი იკავებდა ბანკების ზედამხედველობის ხელმღძვანელის პოსტს საქართველოს ეროვნულ ბანკში. მურთაზი ასევე მუშაობდა სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე გაერთიანებულ ქართულ ბანკში და სილქროუდ ბანკში. მურთაზი ფლობს ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან ეკნომიკაში, სპეციალობით ფინანსები და კრედიტი.


###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 31.6%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 32.0%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 27.5%) მიხედვით (2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო, ასევე სადაზღვევო და ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.4 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 217 სერვისცენტრის, 521 ბანკომატისა და 2,217 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი