სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული პრესა დიზაინერ ნინა ზარქუას შესახებ წერს

ინტერნეტ გამოცემა peopletalk.ru მოდელისა და დიზაინერის, ნინა ზარქუას შესახებ წერს, რომლის თარგმანსაც დრონი.ჯი გთავაზობთ:

„ყველამ ვიცით, რომ ქართველი ქალები გამორჩეულები არიან თავიანთი სილამაზითა და სტილით. ამ გოგოს კი ყველაფერთან ერთად ძალიან გრძელი და ლამაზი ფეხები აქვს. მას ნინა ზარქუა ჰქვია და ერთ-ერთი ქართველი დიზაინერია. ჩვენ მოგიყვებით ის როგორია და რატომ უნდა გამოიწეროთ ინსტაგრამზე.

ნინა თბილისში ცხოვრობს და ქმნის ულამაზეს ფეხსცმელებს და სამოსს სხვადასხვა წარწერებით: „Cocaine #sayno to drugs, Tiflis, Made in Georgia“ და Don’t lose control“ და რაც მთავარია, ეს ყველაფერი დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივი მოდის მიმდევართათვის.

მისი მომხმარებლები არიან არიან მიმი შელია, ანუკი არეშიძე, ანკა ციციშვილი, ასევე ცნობილი ქართველი ფეხბურთელები. ეს შემთხვევითობა არა არის - მისი მეუღლე ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და საქართველოს ნაკრების წევრი ალექსანდრე ამისულაშვილია.

ყველაფერთან ერთად, ნინა ნამდვილი მოტივატორია. ჯერ მარტო მის ფოტოს რომ შეხედავთ და მის ულამაზეს ფეხებს დაინახავთ, მოგინდებათ, უარი თქვათ კალორიულ საკვებზე. თან, ძალიან სასიამოვნო საყურებელია ლამაზად ჩაცმული დახვეწილი ადამიანების ყურება, მისი ოჯახში კი ყველა ასეთია - ნინას და ალექსანდრეს სამი შვილი ჰყავთ.

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გამოიწეროთ ინსტაგრამზე, ის არის, რომ ნინასგან შესაძლებელია იმის გაგება, თუ რა მოდური სამოსი შეგიძლიათ შეიძინოთ მის შოუ რუმში. ის, რომ ნინას სამოსი ძალიან გემოვნებიანი და მოდურია, ამაზე მეტყველებს მის გამომწერებში ძალიან გემოვნებიანი და დახვეწილი ადამიანების სახელები, რომლებმაც ნამდვილად იციან კარგი სამოსის ფასი“ - წერს peopletalk.ru.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100