სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თანამშრომლობის ხელშეკრულება ბანკ „რესპუბლიკასა“ და USAID/REAP-ს შორის

დღეს, 25 ნოემბერს, ბანკმა „რესპუბლიკამ“ და USAID-ის საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტმა (REAP) ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანმებას, რომლის თანახმადაც პროექტი ბანკს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს სოფლის მეურნეობის დაკრედიტების საკითხებში. ხელმოწერის ცერემონია შედგა USAID/REAP-ის ოფისში, კოსტავას 47.

USAID/REAP ბანკ „რესპუბლიკას“ ხელს შეუწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობის დაკრედიტების გაზრდაში. იგი ბანკთან ერთად იმუშავებს სოფლის მეურნეობის დაფინანსების ახალ სტრატეგიაზე, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება აგრობიზნესს დაეთმობა. სტრატეგია ბანკ „რესპუბლიკის“ მისიასა და ხედვაზე იქნება მორგებული.

პროექტი REAP სტრატეგიის ოფიციალური დოკუმენტის შემუშავებასთან ერთად ბანკს ოპერაციული პრინციპების მომზადებაშიც გაუწევს დახმარებას. ამ პრინციპების დაცვით შესაძლებელი იქნება სტრატეგიის თანმიმდევრული განხორციელება (ოპერაციული სტრუქტურა, კადრებით აღჭურვა, პროდუქტების მარკეტინგი, მარკეტინგის გეგმა და ა.შ.).

ბანკი „რესპუბლიკა“

ბანკი „რესპუბლიკა“ 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. თავისი უნივერსალური ბიზნესმოდელით ბანკი „რესპუბლიკა“ კლიენტების საიმედო, გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორია. ბანკს ქვეყანაში 39 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ.

ვებგვერდი: www.br.ge

სოსიეტე ჟენერალი

„სოსიეტე ჟენერალი“ ერთ-ერთი მოწინავე ევროპული საფინანსო ჯგუფია. უნივერსალური, დივერსიფიცირებული საბანკო მოდელი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ჯგუფის ფინანსურ სიმტკიცეს და განვითარების მდგრად სტრატეგიას. „სოსიეტე ჟენერალის“ საბოლოო მიზანია, იყოს „ურთიერთობებზე ორიენტირებული“ ბანკი, ბაზრის აღიარებული ლიდერი, მაქსიმალურად დაუახლოვდეს მომხმარებელს და გამოირჩეოდეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხით. უკვე 150 წელია, „სოსიეტე ჟენერალი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში. მსოფლიოს 76 ქვეყანაში 148 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად 32 მილიონ კლიენტს ემსახურება. „სოსიეტე ჟენერალის” თანამშრომლები ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს და ორგანიზაციებს საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ.

ვებგვერდი: www.societegenerale.com

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100