საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა და 72-დან 69 ადგილზე გადმოინაცვლა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2014-2015 წლისგლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენებისმიხედვით, საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა და ჩვენმა ქვეყანამ 144 ქვეყანას შორის 72-დან 69 ადგილზე გადმოინაცვლა, რაც ძალიან სასიხარულოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა - სლოვენია, სლოვაკეთი, უკრაინა, ხორვატია, საბერძნეთი, მოლდოვა, სომხეთი, სერბეთი, ალბანეთი, არგენტინა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიცია ძალიან ბევრ კომპონენტში გაუმჯობესდა, თუმცა ყურადღება რამდენიმე მათგანზე გაამახვილა.

„გაუმჯობესებულია მაკროეკონომიკური გარემო; ჯანდაცვა და პირველადი განათლება; ბიზნესის განვითარება; ინოვაციები; საკუთრების უფლება; ინტელექტუალური საკუთრების დაცვა; საჯარო სახსრების გვერდის ავლა; არაოფიციალური გადასახადები და ქრთამი - გაუმჯობესდა 5 საფეხურით; სასამართლოს დამოუკიდებლობა - გაუმჯობესდა 26 საფეხურით; მთავრობის გადაწყვეტილების უპირატესობა; დავების სამართლებრივი გზით მოგვარების ეფექტიანობა; კანონმდებლობის ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 22 საფეხურით; მთავრობის პოლიტიკური კურსის გამჭვირვალეობა - გაუმჯობესდა 9 საფეხურით და 33-ე ადგილიდან გადმოინაცვლა 24-ე ადგილზე; ორგანიზებული კრიმინალი - გაუმჯობესდა 37 საფეხურით და 64-ე ადგილიდან 27-ე ადგილზე გადმოინაცვლა; პოლიციის მომსახურება გაუმჯობესდა 9 საფეხურით; ინვესტორების მხარდაჭერის გაძლიერება; ინფრასტრუქტურის ხარისხი; ეროვნული დანაზოგები (წილი მშპ-ში) - გაუმჯობესდა 26 საფეხურით”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯანდაცვის სფეროშიც არის მნიშვნელოვანი წინსვლა - გაუმჯობესდა ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1000 დაბადებულზე; სიცოცხლის ხანგრძლივობა; გაუმჯობესებულია დაწყებითი განათლების ხარისხი და დაწყებით განათლებაში ჩართულობა; საგანმანათლებლო სისტემის ხარისხი; ინტერნეტის ხელმისაწვდომობა სკოლებში;
„დანახარჯები სოფლის მეურნეობაში - გაუმჯობესდა 26 საფეხურით; საბაჟო პროცედურების სიმძიმე - გაუმჯობესდა 5 საფეხურით; გაუმჯობესებულია შრომის ანაზღაურება და ნაყოფიერება; ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა; ბანკების სიმყარე; გაუმჯობესდა უახლეს ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა; ინოვაციური შესაძლებლობები. ჩამონათვალი დიდია, თუმცა მე აქ მხოლოდ მთავარ კომპონენტებს შევეხე”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და შესაბამის უწყებებს მოუწოდა, აღნიშნული პროგრესის შესახებ მოსახლეობას მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია.

კომენტარი