სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბერთი ბანკის დირექტორმა, გურჯაანში სერვის ცენტრი გახსნა

25 ივნისს, ლიბერთი ბანკის დირექტორმა, ზურაბ წულაიამ, გურჯაანში, ნონეშვილის #10-ში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.
სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა.
ლიბერთი ბანკმა ბოლო 5 წლის განმავლობაში 130-ზე მეტი ფილიალისა და სერვის ცენტრის მოდერნიზება მოახდინა. ბანკი საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.4 მლნ ფიზიკურ და 69 000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.
ლიბერთი ბანკის საბაზრო წილი 2014 წლის მაისის მდგომარეობით, მთლიანი აქტივების მიხედვით 8.0%-ს შეადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100