სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანკ „რესპუბლიკის“ და საქველმოქმედო ფონდ „ცისკრის“ მხარდაჭერით პატიმარმა ქალებმა თავიანთ ოჯახებს ქალთა დღესასწაულები მიულოცეს

ბანკ „რესპუბლიკის“ და საქველმოქმედო ფონდ „ცისკრის“ მხარდაჭერით პატიმარმა ქალებმა თავიანთ ოჯახებს ქალთა დღესასწაულები მიულოცეს

დედის და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით, ქალმა პატიმრებმა თავიანთ შვილებს მისალოცი ბარათები გაუგზავნეს. ეს მსჯავრდებულებისათვის ოჯახის წევრებთან ურთიერთობის კარგი შესაძლებლობა იყო.

სადღესასწაულო აქციის მიზანია მსჯავრდებული ქალების სოციალური ფუნქციების და უნარების შენარჩუნება და განვითარება გათავისუფლების შემდგომ საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. მისალოცი ბარათის გაგზავნა ქალ პატიმრებს დაეხმარებათ, გამოხატონ დედობრივი მზრუნველობა შვილების მიმართ და გადადგან პირველი ნაბიჯი მათთან ურთიერთობების აღსადგენად და შესანარჩუნებლად.

აქცია ბანკ „რესპუბლიკის“ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და მისი მხარდაჭერით (ფონდ „ცისკართან“ ერთად) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #5 ქალთა დაწესებულებაში 8 მარტს გაიმართა.

ბანკი „რესპუბლიკა“

ბანკი „რესპუბლიკა“ 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. თავისი უნივერსალური ბიზნესმოდელით ბანკი „რესპუბლიკა“ კლიენტების საიმედო, გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორია. ბანკს ქვეყანაში 39 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ.

ვებგვერდი: www.br.ge

სოსიეტე ჟენერალი

„სოსიეტე ჟენერალი“ ერთ-ერთი მოწინავე ევროპული საფინანსო ჯგუფია. უნივერსალური, დივერსიფიცირებული საბანკო მოდელი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ჯგუფის ფინანსურ სიმტკიცეს და განვითარების მდგრად სტრატეგიას. „სოსიეტე ჟენერალის“ საბოლოო მიზანია, იყოს „ურთიერთობებზე ორიენტირებული“ ბანკი, ბაზრის აღიარებული ლიდერი, მაქსიმალურად დაუახლოვდეს მომხმარებელს და გამოირჩეოდეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხით. უკვე 150 წელია, „სოსიეტე ჟენერალი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში. მსოფლიოს 76 ქვეყანაში 154 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად 32 მილიონ კლიენტს ემსახურება. „სოსიეტე ჟენერალის“ თანამშრომლები ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს და ორგანიზაციებს საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ.

ვებგვერდი: www.societegenerale.com

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100