აშშ–ის ყველაზე ძვირადღირებულ ტოპ მენეჯერად Viacom–ის ხელმძღვანელი დასახელდა

The Wall Street Journal

მედიაკორპორაცია Viacom–ის ხელმძღვანელი აშშ–ის ყველაზე მაღალანაზღაურებად ტოპ–მენეჯერად დაასახელეს.

ფილიპ დაუმანმა ეს ტიტული გასული 12 წლის განმავლობაში მიღებული 84,3 მილიონი დოლარის მიღების შედეგად მოიპოვა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია.

მეორე ადგილი ლარი ელისონმა დაიკავა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის კორპორაცია Oracle–ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. 2010 წლის 1 მაისიდან 2011 წლის 30 აპრილამდე პერიოდში მან 68,7 მილიონი დოლარის ქონება დააგროვა. მესამე პოზიცია სატელევიზიო კორპორაცია CBS–ის ხელმძღვანელს ლესლი მუნვესს ეკუთვნის თითქმის 54 მილიონიანი ქონებით.

სულ სიაში აშშ–ის 350 უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელები შევიდნენ. ერთი წლის განმავლობაში მათი ხელფასები 11%–ით გაიზარდა და საშუალოდ 9,3 მილიონი დოლარი შეადგინა.

მათი შემოსავლების ზრდა პირველ რიგში ბონუსების მატებას უკავშირდება. მაგალითად მუნვესის ბონუსმა 27,5 მილიონი დოლარი შეადგინა.

კომენტარი