სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

BMW განსაკუთრებულ X6-ს ააწყობს

კომპანია BMW-მ განსაკუთრებული X6-ის შექმნაზე გაავრცელა ინფორმაცია. ავტომობილის სახელწოდება BMW Individual X6 Performance Edition იქნება. ავტომობილი მხოლოდ 100 ეგზემპლარად აეწყობა და მისი ღირებულება 80 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს. ავტომობილის კორპუსი ვერცხლისფერი იქნება და ოცდიუმიანი შავიფერის დისკებით აღიჭურვება. ჯერჯერობით ავტომობილის აგრეგატზე კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ როგორც ცნობილია ახალი მოდელის ძრავის სიმძლავრე ამავე მოდელის სტანდარტული ეგზემპლარების აგრეგატების მონაცემებზე 40 ცხენის ძალით მეტი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100